"სი­ცო­ცხლის გა­დარ­ჩე­ნა­ზე ფიქ­რობ­და ია­კო­ბი...რა­ტომ აძ­ლე­ვენ თავს უფ­ლე­ბას მკვლე­ლი ეძა­ხონ?" - რას წერს იაკობ ბრეგვაძის დედა?
07-07-2020
"სი­ცო­ცხლის გა­დარ­ჩე­ნა­ზე ფიქ­რობ­და ია­კო­ბი...რა­ტომ აძ­ლე­ვენ თავს უფ­ლე­ბას მკვლე­ლი ეძა­ხონ?" - რას წერს იაკობ ბრეგვაძის დედა?
გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მის ერთ-ერთი მოწ­მის, ფო­ტოგ­რაფ ია­კობ ბრეგ­ვა­ძის დედა გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, რო­მელ­საც უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"უპირ­ვე­ლე­სად, მინ­და, მი­ვუ­სამ­ძიმ­რო გარ­დაც­ვლი­ლი გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ოჯახს. მე, 7 შვი­ლის დედა და 6 შვი­ლიშ­ვი­ლის ბე­ბია ვარ, 18 წლის წინ მე­უღ­ლე გარ­და­მეც­ვა­ლა, რო­მე­ლიც სა­სუ­ლი­ე­რო პირი იყო და ამ­ხე­ლა ოჯახს მარ­ტო ვუ­ძღვე­ბი. წარ­მოდ­გე­ნაც არ მინ­და იმ ტკი­ვი­ლის, რა­საც ახლა გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხი გრძნობს. ეს ენით აღუ­წე­რე­ლი ტრა­გე­დი­აა და სა­ნუ­გე­შო სი­ტყვე­ბიც არ მაქვს! არა­ვის ვუ­სურ­ვებ მსგავს უბე­დუ­რე­ბას...

ამავდრო­უ­ლად, რო­გორც ია­კო­ბის
დედა, თავს ვალ­დე­ბუ­ლად ვთვლი, ატე­ხი­ლი აჟი­ო­ტა­ჟის გარ­შე­მო გან­მარ­ტე­ბა გა­ვა­კე­თო. ამ პოსტს არ ვწერ მათ­თვის, ვინც ისე­დაც ტყუ­ი­ლებს ავ­რცე­ლებს და სი­მარ­თლე არ აინ­ტე­რე­სებს, ამ დღე­ებ­ში კი ტყუ­ი­ლი ნამ­დვი­ლად ბევ­რი ით­ქვა. შე­მაძ­რწუ­ნე­ბე­ლია, რომ ასეთ ფა­ქიზ თე­მას ზო­გი­ერ­თი მე­დია ისე აშუ­ქებს, რომ არც გარ­დაც­ვლი­ლის ოჯახ­ზე ფიქ­რო­ბენ, არც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი
არას­რულ­წლოვ­ნე­ბის ფსი­ქი­კა­ზე და არც ეთი­კა გა­აჩ­ნი­ათ.არა­ფე­რი მაქვს და­სა­მა­ლი და მზად ვარ, ყვე­ლა გა­ჩე­ნილ და­მა­ტე­ბით კი­თხვას ვუ­პა­სუ­ხო.უპირ­ვე­ლე­სად, სა­ქარ­თვე­ლო­ში ვცხოვ­რობთ, სა­დაც ყვე­ლა ყვე­ლას ნა­თე­სა­ვია. ნინო ჩემი ბი­ძაშ­ვი­ლია და ეს მე­ა­მა­ყე­ბა.რაც შე­ე­ხე­ბა იმ სა­ბე­დის­წე­რო ღა­მეს, ია­კობ­მა არამ­ცთუ ნი­ნოს, მეც არ და­მი­რე­კა, მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ მხო­ლოდ რა­მო­დე­ნი­მე დღის მერე გა­ვი­გე, თუმ­ცა, ასეთ მძი­მე ფაქტთან თუ გვქონ­და საქ­მე, ნამ­დვი­ლად არ ვი­ცო­დი.

იცით, რომ ფო­ტოგ­რა­ფი კა­მე­რის გა­რე­შე ვერ იმუ­შა­ვებს და ტე­ლე­ფო­ნის გა­რე­შე ვერ და­უ­კავ­შირ­დე­ბი­ან დამ­კვე­თე­ბი, არა­და, ეს მის­თვის დღეს შე­მო­სავ­ლის ერ­თა­დერ­თი წყა­როა და თავს შეკ­ვე­თე­ბით ირ­ჩენს. ბუ­ნებ­რი­ვია, ვრე­კავ­დი ყვე­ლას­თან, ვის­თა­ნაც ხელი მი­მიწ­ვდე­ბო­და, რომ და­ებ­რუ­ნე­ბი­ნათ ტე­ლე­ფო­ნი და კა­მე­რა , მათ შო­რის დავ­რე­კე ნი­ნოს­თა­ნაც. ნინო ჩა­მე­კი­თხა, თუ რა­ტომ ჰქონ­და ჩემს შვილს ისი­ნი ჩა­მორ­თმე­უ­ლი და გა­უკ­ვირ­და, რომ ამ საქ­მე­ში ჩემი შვი­ლი ფი­გუ­რი­რებ­და, დიდი ხა­ნია არ შევ­ხმი­ა­ნე­ბი­ვართ და ია­კო­ბი­სა და მისი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხე­ბაც მის­თვის არა­ფე­რი იყო ცნო­ბი­ლი.

მი­პა­სუ­ხა, რომ ტე­ლე­ფო­ნი და კა­მე­რა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნივთმტკი­ცე­ბუ­ლე­ბაა და სა­ნამ გა­მო­ძი­ე­ბა არ დამ­თავ­რდე­ბო­და, ვე­რა­ვინ ვე­რა­ფერს დაგ­ვიბ­რუ­ნებ­და.ამ ფაქ­ტის გა­და­მოწ­მე­ბა ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად არის შე­საძ­ლე­ბე­ლი და ვინც და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია სი­მარ­თლით, შე­უძ­ლი­ათ ჩვე­ნი სა­უბ­რის ამო­ნა­წე­რიც ამო­ი­ღონ, მე ამის პრობ­ლე­მა არ მაქვს, პი­რი­ქით! 112 -ს ჩა­ნა­წე­რე­ბი­თაც ჩანს, თუ რო­დის ვის და ვის­თან აქვს და­რე­კი­ლი.რაც შე­ე­ხე­ბა "და­ქი­რა­ვე­ბულ ფო­ტოგ­რაფს"- და­ე­კი­თხეთ მოწ­მე­ებს, ვინ­მეს თუ და­უ­ნა­ხავს წვე­უ­ლე­ბა­ზე, რომ ია­კობს კა­მე­რა ეჭი­რა ხელ­ში და იღებ­და? ჩემი შვი­ლი იქ სტუმ­რად იყო, და დღეს პი­რი­ქით, ნა­ნობს კი­დეც რომ არა­ფე­რი გა­და­ი­ღო, ნეტა გა­და­მე­ღოო…იუ­ბი­ლარ­თან მე­გობ­რობს და მან და­პა­ტი­ჟა, სხვებს არ იც­ნობ­და..

ხიდ­ზე, ვი­დე­ო­შიც ჩანს, რომ ბი­ჭე­ბი სუ­ლაც არ მო­ე­ლოდ­ნენ საფრ­თხეს, მშვე­ნი­ერ ხა­სი­ათ­ზე იყ­ვნენ და რო­დე­საც გა­ჩერ­და მან­ქა­ნა და რკი­ნის ჯო­ხით გად­მო­ვი­და თავ­დამ­სხმე­ლი,მანდ უკვე გა­და­ღე­ბა­ზე კი არა, სი­ცო­ცხლის გა­დარ­ჩე­ნა­ზე ფიქ­რობ­და ია­კო­ბი. მად­ლო­ბა ღმერ­თს, რომ შეძ­ლო იმ შე­ნო­ბის­თვის თავი შე­ე­ფა­რე­ბი­ნა, თო­რემ, რა მოხ­დე­ბო­და, წარ­მოდ­გე­ნაც არ მინ­და! ნეტა, გი­ორ­გიც გა­დარ­ჩე­ნი­ლი­ყო...

მრჩე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ ზო­გი­ერთ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბას მა­ყუ­რებ­ლის ყუ­რა­დღე­ბა სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით შეგ­ნე­ბუ­ლად გა­და­აქვს, რომ ნამ­დვი­ლი დამ­ნა­შა­ვე არ გა­მო­იკ­ვე­თოს. ვინც ეხლა გან­სჯის ია­კობს და ტყუ­ი­ლებს უვრცე­ლე­ბენ, ვურ­ჩევ, და­ფიქ­რდნენ და გა­ა­ნა­ლი­ზონ, ვის აწყობს ეს ყვე­ლა­ფე­რი და რა­ტომ ატყდა ასე­თი ამ­ბა­ვი ერთ ზარ­ზე პო­ლი­ცი­ა­ში? ჩემი შვი­ლი ხომ ერ­თა­დერ­თი იყო, ვინც სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს დახ­მა­რე­ბის­თვის მი­მარ­თა? და­ფიქ­რდით, 19 წლის ბიჭი რომ ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში მო­ა­ხერ­ხებს უშ­ვე­ლოს თავს და დარ­ე­კოს პო­ლი­ცი­ა­ში, მერე რა­ტომ წაშ­ლის რა­მეს, თუკი აქვს გა­და­ღე­ბუ­ლი???ის და­ზა­რა­ლე­ბუ­ლია და მა­ინ­ტე­რე­სებს, რა­ტომ აძ­ლე­ვენ თავს უფ­ლე­ბას რომ აბუ­ლინ­გონ ჩემი შვი­ლი და მკვლე­ლი ეძა­ხონ? ია­კო­ბი გარ­და იმი­სა, რომ ამ საქ­მის და­ზა­რა­ლე­ბუ­ლია, ის დღეს უკვე ზო­გი­ერ­თი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჯგუ­ფე­ბის მხრი­დან ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­წო­ლის მსხვერ­პლია... ეს და­უშ­ვე­ბე­ლია! იმე­დია, ყვე­ლა­ფე­რი მალე დას­რულ­დე­ბა და სი­მარ­თლეს ფარ­და აეხ­დე­ბა!" - წერს მოწ­მის დედა.





დამრთავრდა კონცერტი
07 ივლისი 2020 21:53
112 ვერ მიაგნო, ის ეუბნება გააუქმეთ გამოძახება ,პატრული დამიკავშირდაო???????????????????????? საიდან ????????????????

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
თვის კითხვადი სტატიები