სურამში მეუღლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
07-07-2020
სურამში მეუღლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
გორის რაიონულმა სასამართლომ ცოლის მკვლელობისთვის დაკავებულ ილია ქურდაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლე გერმანე დადეშქელიანმა ბრალდების მხარის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა. ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს ბრალი ოფიციალურად დღეს წარედგინა და პროკურატურამ დღესვე მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს შუამდგომლობით პატიმრობის გამოყენების თაობაზე.

დაცვის მხარე ბრალდების მხარის პოზიციას არ იზიარებს და პატიმრობის შეფარდების ნაცვლად, გირაოს გამოყენებას ითხოვდა.

ბრალდებულის ადვოკატი ნათია სირაძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ფსიქიკური მდგომარეობა მძიმეა.

სურამში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე
გამოძიება საქართველოს სისხლის სასამართლოს კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას ვადით 13-17 წლამდე ითვალისწინებს.

დანაშაულის ფაქტი გუშინ დილით, სურამში მოხდა. 3 შვილის დედა, 31 წლის თეა რუსია ქმარმა მაშინ მოკლა, როდესაც ქალს ეძინა.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
თვის კითხვადი სტატიები