მოკლულია ორი პირი - რა მოხდა მცხეთაში?
მცხეთაში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით მოკლულია ორი პირი.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 2 ან მეტი პირის განზრახ დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობას გულისხმობს.
"ინტერპრესნიუსი"