"მი­დის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი შავი კამ­პა­ნია ჩემი ქმრის წი­ნა­აღ­მდეგ" - ვინ არის "კაწრო", რომელსაც გიორგი შაქარაშვილის საქმეს უკავშირებენ - კვირის პალიტრა

"მი­დის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი შავი კამ­პა­ნია ჩემი ქმრის წი­ნა­აღ­მდეგ" - ვინ არის "კაწრო", რომელსაც გიორგი შაქარაშვილის საქმეს უკავშირებენ

"მთავარი არხის" ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში კვალი ავთანდილ ბილანიშვილამდე, იგივე "კაწრომდე" მიდის. ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, რომელიც პირადად მუშაობს თემაზე, ამტკიცებს, რომ აქამდე ტელევიზიით არგასულ კადრებში ჩანს, როგორ ხვდება დიდუბის სადგურთან მანქანით ჩამოყვანილი გურამ ამირხანაშვილი (შაქარაშვილის მეგობარი, რომელიც მცხეთიდან თავდამსხმელებმა მანქანით წამოიყვანეს) მამაკაცს, რომელიც სავარაუდოდ სწორედ ბილანიშვილია.

"კაწროს" შაქარაშვილის საქმესთან კავშირზე "მთავარმა არხმა" არაერთი რეპორტაჟი მოამზადა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, 19 წლის ფეხბურთელის ბურუსით მოცული საქმის ცხელ კვალზე გამოძიება ვიღაცას არ აძლევდა ხელს, რადგან დაკავებული "ნახალოვკელი" მორაგბეები ავთანდილ ბილანიშვილის დაჯგუფებიდან არიან, ბილანიშვილი კი, თავის მხრივ "ოცნების" ხელისუფლებასთან დაახლოებული პირია - ის ბერა ივანიშვილის უახლოესი მეგობარია.

არსებული ინფორმაციით, ექს-პრემიერის რეპერი ვაჟი "კაწროს" მეჯვარე და შვილის ნათლიაა და ამ კავშირების წყალობით, ბილანიშვილი შაქარაშვილის საქმეში ბრალდებული სამეგობროს მფარველობას ახერხებს.

იმას, რომ ბილანიშვილი და ბერა ივანიშვილი ნამდვილად მეგობრობენ, მოწმობს "კაწროს" "ფეისბუქის" გვერდზე განთავსებული ათობით ფოტო, რომლებიც 2015 წლიდან თარიღდება. ფოტოებში ჩანს, რომ ბილანიშვილსა და ივანიშვილს ერთი სამეგობრო ჰყავთ, ერთობიან ბათუმში, შეკვეთილში თუ ბორჯომის სასტუმროში რეპერის დაბადების დღეზე და ა.შ.

გვარამიას თქმით, გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი არის თუ არა "კაწრო" ის პირი, რომელიც დიდუბის სადგურთან გადაღებულ კადრებში ჩნდება და შეხვდა თუ არა ის გურამ ამირხანაშვილს.

გამოძიება ჯერჯერობით ამ მიმართულებით არ მუშაობს, თუმცა ავთანდილ ბილანიშვილის კავშირს შაქარაშვილის საქმესთან, მისი გარემოცვა კატეგორიულად უარყოფს. "მთავარი არხის" რეპორტაჟს ვრცელი პოსტით გამოეხმაურა "კაწროს" მეუღლე ნათია. აი, რას წერს ის "ფეისბუქის" პირად გვერდზე: გაგრძელება