"მი­დის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი შავი კამ­პა­ნია ჩემი ქმრის წი­ნა­აღ­მდეგ" - ვინ არის "კაწრო", რომელსაც გიორგი შაქარაშვილის საქმეს უკავშირებენ
"მი­დის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი შავი კამ­პა­ნია ჩემი ქმრის წი­ნა­აღ­მდეგ" - ვინ არის "კაწრო", რომელსაც გიორგი შაქარაშვილის საქმეს უკავშირებენ
"მთა­ვა­რი არ­ხის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ში კვა­ლი ავ­თან­დილ ბი­ლა­ნიშ­ვი­ლამ­დე, იგი­ვე "კაწ­რომ­დე" მი­დის. ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი, ნიკა გვა­რა­მია, რო­მე­ლიც პი­რა­დად მუ­შა­ობს თე­მა­ზე, ამ­ტკი­ცებს, რომ აქამ­დე ტე­ლე­ვი­ზი­ით არ­გა­სულ კად­რებ­ში ჩანს, რო­გორ ხვდე­ბა დი­დუ­ბის სად­გურ­თან მან­ქა­ნით ჩა­მოყ­ვა­ნი­ლი გუ­რამ ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლი (შა­ქა­რაშ­ვი­ლის მე­გო­ბა­რი, რო­მე­ლიც მცხე­თი­დან თავ­დამ­სხმე­ლებ­მა მან­ქა­ნით წა­მო­იყ­ვა­ნეს) მა­მა­კაცს, რო­მე­ლიც სა­ვა­რა­უ­დოდ სწო­რედ ბი­ლა­ნიშ­ვი­ლია.

"კაწ­როს" შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მეს­თან კავ­შირ­ზე "მთა­ვარ­მა არ­ხმა" არა­ერ­თი რე­პორ­ტა­ჟი მო­ამ­ზა­და. ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 19 წლის ფეხ­ბურ­თე­ლის ბუ­რუ­სით მო­ცუ­ლი საქ­მის ცხელ კვალ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა ვი­ღა­ცას
არ აძ­ლევ­და ხელს, რად­გან და­კა­ვე­ბუ­ლი "ნა­ხა­ლოვ­კე­ლი" მო­რაგ­ბე­ე­ბი ავ­თან­დილ ბი­ლა­ნიშ­ვი­ლის დაჯ­გუ­ფე­ბი­დან არი­ან, ბი­ლა­ნიშ­ვი­ლი კი, თა­ვის მხრივ "ოც­ნე­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პი­რია - ის ბერა ივა­ნიშ­ვი­ლის უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რია.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ექს-პრე­მი­ე­რის რე­პე­რი ვაჟი "კაწ­როს" მეჯ­ვა­რე და შვი­ლის ნათ­ლი­აა და ამ კავ­ში­რე­ბის წყა­ლო­ბით, ბი­ლა­ნიშ­ვი­ლი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მე­ში ბრალ­დე­ბუ­ლი სა­მე­გობ­როს მფარ­ვე­ლო­ბას
ახერ­ხებს.


იმას, რომ ბი­ლა­ნიშ­ვი­ლი და ბერა ივა­ნიშ­ვი­ლი ნამ­დვი­ლად მე­გობ­რო­ბენ, მოწ­მობს "კაწ­როს" "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე გან­თავ­სე­ბუ­ლი ათო­ბით ფოტო, რომ­ლე­ბიც 2015 წლი­დან თა­რიღ­დე­ბა. ფო­ტო­ებ­ში ჩანს, რომ ბი­ლა­ნიშ­ვილ­სა და ივა­ნიშ­ვილს ერთი სა­მე­გობ­რო ჰყავთ, ერ­თო­ბი­ან ბა­თუმ­ში, შეკ­ვე­თილ­ში თუ ბორ­ჯო­მის სას­ტუმ­რო­ში რე­პე­რის და­ბა­დე­ბის დღე­ზე და ა.შ.

გვა­რა­მი­ას თქმით, გა­მო­ძი­ე­ბამ უნდა გას­ცეს პა­სუ­ხი არის თუ არა "კაწ­რო" ის პირი, რო­მე­ლიც დი­დუ­ბის სად­გურ­თან გა­და­ღე­ბულ კად­რებ­ში ჩნდე­ბა და შეხ­ვდა თუ არა ის გუ­რამ ამირ­ხა­ნაშ­ვილს.

გა­მო­ძი­ე­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით არ მუ­შა­ობს, თუმ­ცა ავ­თან­დილ ბი­ლა­ნიშ­ვი­ლის კავ­შირს შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მეს­თან, მისი გა­რე­მოც­ვა კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს. "მთა­ვა­რი არ­ხის" რე­პორ­ტაჟს ვრცე­ლი პოს­ტით გა­მო­ეხ­მა­უ­რა "კაწ­როს" მე­უღ­ლე ნა­თია. აი, რას წერს ის "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე: გაგრძელება


tr
09 ივლისი 2020 17:12
იდიოტ-ი უნდა იკო რომ ვერ მიხვდე რა ხდება ამ საკმესტან დაკავსჰირებიტ. რად უნდა ამდენი დრო საქმესჰი კველაპერი ნატელია, ამრგამ "კრისჰები" ?? ხომ არსებობენ? და ამიტომაც ხალხმა ტურმე პირსჰი "ცკალი" ცჰავიგუბობტ, და მივკვეტ დინებას ცხვრებივიტ...
საცოდავი საქარტველო ამ უდიდესი მონობის ქვესჰ რომ არის გარედან და სჰიგნიდატ ტავსმოხვეული, მაგრამ ამას ვიტკვი კოველტვის---ჩ ვ ე ნ ი ბ რ ა ლ ი ა , ქ ა რ ტ ვ ე ლ ე ბ ი ს ბ რა ლ ი ა რ ო გ ო რ ც ვ ც ხ ოვ რ ო ბთ !!!
gio
08 ივლისი 2020 23:09
ბიძინა ბერას მომავალზე არ ფიქრობს ? ესეთი გარემოცვას უტოვებს ბერას ? ... დაუღუპია შვილი და ეგაა ...
ვი–რუსი
08 ივლისი 2020 21:46
და აბა წითელი კამპანია უნდა წავიდეს? არ ტეხავს ?

რუბრიკის სხვა სიახლეები
აპირებთ თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
აპირებთ თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?
თვის კითხვადი სტატიები