"ბიჭის დედა 22 წელია ქმარს დაშორებულია და სხვაგან ცხოვრობს" - მუხრანში მომხდარი მკვლელობის რა მოტივებზე საუბრობენ ადგილობრივები? - კვირის პალიტრა

"ბიჭის დედა 22 წელია ქმარს დაშორებულია და სხვაგან ცხოვრობს" - მუხრანში მომხდარი მკვლელობის რა მოტივებზე საუბრობენ ადგილობრივები?

ადგილობრივები მუხრანში მომხდარი მკვლელობის მოტივად შურისძიების გარდა კიდევ ერთ ვერსიას განიხილავენ და არ გამორიცხავენ, რომ ახალგაზრდა მამაკაცს მამა და ბაბუა ფულის გამო მოეკლა

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში მომხდარი მკვლელობის შესახებ მეზობლები კიდევ ერთ ვერსიაზე საუბრობენ.

როგორც ისინი "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნავენ, შურისძიების მოტივის გარდა, არსებობს ვარაუდი, რომ მომხდარი შესაძლოა, "ფულს უკავშირდებოდეს". კერძოდ, როგორც მეზობლები აცხადებენ, "ოჯახმა მიწის ნაკვეთი გაყიდა, მამამ და ბაბუამ კი თანხა ბრალდებულს არ გაუყვეს". შეგახსენებთ, აქამდე არსებული ვერსიით, შვილიშვილს ბაბუა შესაძლოა, იმის გამო მოეკლა, რომ ის რძალზე (ბრალდებულის დედაზე) წლების განმავლობაში, სექსუალურად ძალადობდა.

"ბიჭის დედა 22 წელია ქმარს დაშორებულია და სხვაგან ცხოვრობს", - აცხადებენ მეზობლები.

ადგილობრივების ინფორმაციით, 30 წლამდე მამაკაცი განაწყენებული იყო მამაზეც, ვინაიდან მან წლების წინ, შვილის წინააღმდეგ მამხილებელი ჩვენება მისცა. როგორც ცნობილია, მამის და ბაბუის მკვლელობაში ბრალდებული პირი წლების წინ, მკვლელობისთვის დააპატიმრეს და ამ დრომდე სასჯელს იხდიდა. ის საპატიმროდან რამდენიმე დღის წინ გათავისუფლდა.

შემთხვევა მუხრანში რამდენიმე დღის წინ მოხდა, თუმცა ფაქტის შესახებ გუშინ საღამოს გახდა ცნობილი. არსებული ინფორმაციით, 30 წლამდე, წარსულში ნასამართლევმა მამაკაცმა, რომელმაც ციხე რამდენიმე დღის წინ დატოვა, მძინარე მამას და ბაბუას ყელი გამოჭრა, რის შემდეგაც მეზობლის ავტომობილი გაიტაცა და მიიმალა.

"ინტერპრესნიუსი"