სამართალდამცველებმა სოფელ მუხრანში მამისა და ბაბუის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს - კვირის პალიტრა

სამართალდამცველებმა სოფელ მუხრანში მამისა და ბაბუის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

მცხეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ მუხრანში მამისა და ბაბუის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი სამართალდამცველებმა ცოტა ხნის წინ დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ საქმეზე განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებს.

ცნობისთვის, ორი პირის მკვლელობის შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ახალგაზრდა მამაკაცმა მამა და ბაბუა მოკლა, დანაშაულის ჩადენის შემდეგ კი მეზობლის მანქანა გაიტაცა და მიიმალა.

მათივე ინფორმაციით, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.

იხილეთ ასევე:"ბიჭის დედა 22 წელია ქმარს დაშორებულია და სხვაგან ცხოვრობს" - მუხრანში მომხდარი მკვლელობის რა მოტივებზე საუბრობენ ადგილობრივები?

"ინტერპრესნიუსი"