წყალტუბოში ლიფტის შახტში 17 წლის გოგოს ჩავარდნის საქმეზე არასრულწლოვანი დააკავეს - კვირის პალიტრა

წყალტუბოში ლიფტის შახტში 17 წლის გოგოს ჩავარდნის საქმეზე არასრულწლოვანი დააკავეს

წყალტუბოში ლიფტის შახტში 17 წლის გოგოს ჩავარდნის საქმეზე არასრულწლოვანია დაკავებული. დაკავებულ ბიჭს ბრალად ცრუ ჩვენების მიცემა ედება.

არსებული ინფორმაციით, მან გამოძიებასთან იცრუა, თითქოს შემთხვევის ადგილზე არ იყო, რაც დაკავების მიზეზი გახდა.

მომხდართან დაკავშირებით საუბარი არ სურს გარდაცვლილი არასრუწლოვანი გოგოს ოჯახს. ოჯახის ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, რომ მოგვიანებით ყველა კითხვას უპასუხონ. ოჯახს არ აქვს ინფორმაცია, რატომ იყო მათი შვილი მესამე სართულზე. მათთვის ასევე უცნობია, თუ ვინ არის დაკავებული მომხდარზე.

შემთხვევა წყალტუბოში რამდენიმე დღის წინ მოხდა. შსს-მ მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო.

"ინტერპრესნიუსი"