"პირი, რომელიც მედიით გავრცელებულ ვიდეოკადრებში ფიგურირებს შსს-ში გამოკითხვაზე იმყოფება" - რას აცხადებს "კაწროს" ადვოკატი? - კვირის პალიტრა

"პირი, რომელიც მედიით გავრცელებულ ვიდეოკადრებში ფიგურირებს შსს-ში გამოკითხვაზე იმყოფება" - რას აცხადებს "კაწროს" ადვოკატი?

ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე "კაწროს" ადვოკატის თამრ აბესაძის ინფორმაციით, პირი, რომელიც მედიით გავრცელებულ ვიდეოკადრებში ფიგურირებს ამ წუთებში შსს-ში გამოკითხვაზე იმყოფება. ამის შესახებ ადვოკატმა ჟურნალსიტებს შსს-სთან განუცხადა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე "კაწროს" გამოკითხვა დასრულდა.

როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ავთანდილ ბილანიშვილმა გამომძიებელს განუმარტა, რომ ის არ ფიგურირებს გავრცელებულ კადრებში.

მისივე თქმით, ამ დროისთვის გამოკითხვის პროცედურა დასრულებულია.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე "კაწროს" გამოკითხვა რამდენიმე საათის განმავლონაში მიმდინარეობდა. კერძოდ, ის გამოკითხვაზე მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე იყო დაბარებული.

"კაწრო" საგამოძიებო უწყებაში ადვოკატთან ერთად იმყოფებოდა. მისი გამოკითხვის შესახებ "ინტერპრესნიუსისთვის" ექსკლუზიურად გახდა ცნობილი.

ცნობისთვის, 7 ივლისს, ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ვიდეომასალა, სადაც ჩანს, „ტოიოტა ქამრის“ მარკის ავტომანქანიდან ჩამოსვლის შემდეგ თუ როგორ ხვდება გურამ ამირხანაშვილი დაუდგენელ პირს. კადრებში ასევე ჩანს მიკროავტობუსი, საიდანაც სწორედ აღნიშნული პირი ჩამოდის. ის ამირხანაშვილს რამდენიმე წუთის განმავლობაში ესაუბრება. სავარაუდოდ, აღნიშნული პირი ავთანდილ ბილანიშვილია

"ინტერპრესნიუსი"