მუხრანში მამისა და ბაბუის მკვლელობაში ბრალდებულის დაკავებასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს - კვირის პალიტრა

მუხრანში მამისა და ბაბუის მკვლელობაში ბრალდებულის დაკავებასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს

შსს სოფელ მუხრანში მამისა და ბაბუის მკვლელობაში ბრალდებულის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, 1992 წელს დაბადებული , წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი, გ.ო. 2 ან მეტი პირის დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, მუხრანში დააკავეს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 7 ივლისს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მამას - 1968 წელს დაბადებულ ა.ო.-ს და ბაბუას - 1945 წელს დაბადებულ გ.ო.-ს ცივი იარაღით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად, ორივე დაჭრილი მამაკაცი გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა გ.ო. 9 ივლისს, მუხრანში დააკავეს", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ასევე: "აეწეწა ცხოვრება, რამდენჯერმე მოხვდა ციხეში" - რას ყვება მამისა და ბაბუის მკვლელობაში სავარაუდო ბრალდებულის დედა