"გა­ნერ­ვი­უ­ლე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი და ვცდი­ლობ­დი გა­მერ­კვია, ვინ სად იყო" - რას ამბობს გიორგი შაქარაშვილის მეგობარი გავრცელებულ ფოტომასალაზე? - კვირის პალიტრა

"გა­ნერ­ვი­უ­ლე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი და ვცდი­ლობ­დი გა­მერ­კვია, ვინ სად იყო" - რას ამბობს გიორგი შაქარაშვილის მეგობარი გავრცელებულ ფოტომასალაზე?

ჟურნალისტ ვახო სანაიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციასა და ფოტომასალაზე, რომლის თანახმადაც, 18 ივნისს, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ღამეს, მცხეთიდან წამოსული ახალგაზრდების ნაწილმა თემქაზე, იუბილარ ანი გაბეჩავას მეგობრის სახლში გადაინაცვლა, პირველ კომენტარს აკეთებს გიორგი შაქარაშვილის მეგობარი მარიამ ხატისკაცი.

მარიამი სხვებთან ერთად იმყოფებოდა თემქაზე და AMBEBI.GE-სთან ადასტურებს, რომ გავრცელებული ფოტოები ნამდვილად შემთხვევის ღამესაა გადაღებული.

"თემქაზე წავედით იმისთვის, რომ უბრალოდ გაგვერკვია, რა მოხდა. რაც გავრცელდა, ეს იმ ღამის სურათებია. მეც ვიყავი იმ დროს იქ, უბრალოდ ფოტოებში არ ვარ, რადგან ძალიან განერვიულებული ვიყავი და ვცდილობდი გამერკვია, ვინ სად იყო და ა.შ. ვრეკავდი აქეთ-იქეთ. იაკობს დაბადების დღეზე, მცხეთაში არ გადაუღია ფოტოები, რადგან გვიან მოვიდა და როგორც ფოტოგრაფი, ისე არც იყო მოწვეული" - გვეუბნება შაქარაშვილის მეგობარი. გაგრძელება

იხილეთ ასევე: "ყველაზე საინტერესო ახლა იწყება..." - რა ფოტოებს აქვეყნებს ვახო სანაია ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის აპარატიდან?