"მფარველობაზე ლაპარაკი ზედმეტია და უზნეობაა" - რას ამბობს გია ვოლსკი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე? - კვირის პალიტრა

"მფარველობაზე ლაპარაკი ზედმეტია და უზნეობაა" - რას ამბობს გია ვოლსკი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე?

გიორგი შაქარაშვილის საქმის გამოძიება საკმაოდ რთულია, აქ მფარველობაზე ლაპარაკი ზედმეტია და უზნეობაა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა.

მისივე თქმით, პროკურატურა ყველაფერს ვერ გამოაქვეყნებს, რისი გამოქვეყნებაც მედიას შეუძლია.

"ის იძიებს. გამოძიება საკმაოდ რთულია. აქ მფარველობაზე ლაპარაკი ზედმეტია და უზნეობაა. ტრაგედიაა ქვეყნისთვის და მეორეც, ასე არ მუშაობს გამოძიება. რთულია, უამრავი ადამიანია, უამრავი მოწმეა, უამრავი ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებია და რასაკვირველია, აქ ყოველგვარ მფარველობაზე ლაპარაკი ზედმეტია, ამის საფუძველი არავის არ აქვს. ადამიანის სიკვდილი, მითუმეტეს, ასეთი ნათელი ახალგაზრდა კაცის სიკვდილი მთელი ქვეყნისთვის ტრაგედიაა და აქ ვერანაირად ვერ იქნება, ვინმემ რომც გაივლოს გულში რაიმე მფარველობა," - განაცხადა გია ვოლსკიმ.

"ინტერპრესნიუსი"