ექსპერტიზის დასკვნა, რომელმაც ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი უნდა დაადგინოს, სავარაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შაქარაშვილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ განუცხადა."წინასწარ ვერაფერს გეტყვით, სანამ დასკვნას არ მივიღებთ", - აღნიშნა მან.შეგახსენებთ, რომ 22 ივნისს 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს. ცნობილია, რომ შემთხვევას წინ ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება უძღოდა.