როდის გახდება ცნობილი ექსპერტიზის დასკვნა, რომელმაც გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი უნდა დაადგინოს? - კვირის პალიტრა

როდის გახდება ცნობილი ექსპერტიზის დასკვნა, რომელმაც გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი უნდა დაადგინოს?

ექსპერტიზის დასკვნა, რომელმაც ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი უნდა დაადგინოს, სავარაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შაქარაშვილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ განუცხადა.

"წინასწარ ვერაფერს გეტყვით, სანამ დასკვნას არ მივიღებთ", - აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ 22 ივნისს 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს. ცნობილია, რომ შემთხვევას წინ ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება უძღოდა.