რატომ დაიბარეს შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული პირების ადვოკატები ვასილ მამულაშვილი და ალექსანდრე კობაიძე გამოკითხვაზე? - კვირის პალიტრა

რატომ დაიბარეს შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული პირების ადვოკატები ვასილ მამულაშვილი და ალექსანდრე კობაიძე გამოკითხვაზე?

ადვოკატები ვასილ მამულაშვილი და ალექსანდრე კობაიძე გამოკითხვაზე დაიბარეს. არსებული ინფორმაციით, საქმე ეხება შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის მობილურ ტელეფონში პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეომასალის აღმოჩენის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას.

მამულაშვილი და კობაიძე გამოკითხვაზე თბილისის პროკურატურაში არიან დაბარებული.

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებულ მასალებში პირადი ცხოვრების ამსახველი ფაილების შესახებ ინფორმაცია სწორედ ადვოკატმა ვასილ მამულაშვილმა გაასაჯაროა. მისი თქმით, პროკურატურამ აღნიშნული ფაილები სხვა მასალებთან ერთად შეცდომით გადაუგზავნა. თავის მხრივ, პროკურატურაც ადასტურებს, რომ შაქარაშვილის საქმეზე ჩატარებული კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზის შედეგად, ერთ-ერთი ფიგურანტი პირის მობილურ ტელეფონში შენახული აღმოჩნდა პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია, რისი შესწავლაც, უწყების ცნობით, ცალკე წარმოებად გამოიყო.

"ინტერპრესნიუსი"