"საგამოძიებო უწყებას მივმართეთ, რომ ეს მასალა ინახავს სხვისი პირადი ცხოვრების ხელყოფას, ამიტომ გთხოვთ, გავანადგუროთ აღნიშნული მასალები" - კვირის პალიტრა

"საგამოძიებო უწყებას მივმართეთ, რომ ეს მასალა ინახავს სხვისი პირადი ცხოვრების ხელყოფას, ამიტომ გთხოვთ, გავანადგუროთ აღნიშნული მასალები"

ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე აცხადებს, რომ შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის მობილურ ტელეფონში არსებული პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეო და აუდიო მასალებს არანაირი კავშირი არ აქვს შაქარაშვილის საქმესთან.

როგორც კობაიძემ ქალაქის პროკურატურაში გამოკითხვის დაწყებამდე "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, აქედან გამომდინარე, უწყებას მიმართეს, რომ მასალა განადგურდეს. ადვოკატის თქმით, როგორც ჩანს, მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

"მოგეხსენებათ, ჩენ გადმოგვეცა გარკვეული მტკიცებულებები. ამ მტკიცებულებების დათვალიერების შემდეგ, ერთ-ერთი ფაილი როდესაც შევისწავლეთ, აღმოჩნდა, რომ აბსოლუტურად სხვა პირის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო და აუდიო მასალები იყო ამ ფაილში. ამ მასალებს არანაირი კავშირი არ აქვს შაქარაშვილის საქმესთან. აქედან გამომდინარე, საგამოძიებო უწყებას მივმართეთ, რომ ეს მასალა არაა ავთენტური, ინახავს სხვისი პირადი ცხოვრების ხელყოფას, ამიტომ გთხოვთ, გავანადგუროთ აღნიშნული მასალები, რაზეც, როგორც ჩანს, ჩვენი მოთხოვნა დაკმაყოფილდა და აპირებენ, რომ ეს მასალები განადგურდეს“, - აღნიშნა კობაიძემ.

ცნობისთვის, ადვოკატები ვასილ მამულაშვილი და ალექსანდრე კობაიძე გამოკითხვაზე დაიბარეს.

გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებულ მასალებში პირადი ცხოვრების ამსახველი ფაილების შესახებ ინფორმაცია სწორედ ადვოკატმა ვასილ მამულაშვილმა გაასაჯაროა. მისი თქმით, პროკურატურამ აღნიშნული ფაილები სხვა მასალებთან ერთად შეცდომით გადაუგზავნა. თავის მხრივ, პროკურატურაც ადასტურებს, რომ შაქარაშვილის საქმეზე ჩატარებული კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზის შედეგად, ერთ-ერთი ფიგურანტი პირის მობილურ ტელეფონში შენახული აღმოჩნდა პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია, რისი შესწავლაც, უწყების ცნობით, ცალკე წარმოებად გამოიყო.

"ინტერპრესნიუსი"