"მოკლეს ჩვენი შვილი და შემდგომ გადააგდეს მდინარე არაგვში" - გიორგი შაქარაშვილის ოჯახის პირველი კომენტარი ექსპერტიზის შემდეგ
"მოკლეს ჩვენი შვილი და შემდგომ გადააგდეს მდინარე არაგვში" - გიორგი შაქარაშვილის ოჯახის პირველი კომენტარი ექსპერტიზის შემდეგ
ოჯახს დღეიდან ექნება კატეგორიული პოზიცია შსს-სა და პროკურატურის წინაშე, რომ ყველა დამნაშავე უნდა მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისმგებაში, დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის გამო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ბიძამ მირიან ნიკოლაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ექსპერტიზის დასკვნა არის გარდამტეხი გამოძიებაში.

"ამ დასკვნით ცალსახადაა დადასტურებული, რომ გიორიგ შაქარაშვილი მოკლეს, მოკლეს ჩვენი შვილი და შემდგომ ის გადააგდეს მდინარე არაგვში. ყველა დაზიანება, 12 -მდე სახის დაზიანება, ბავშვს მიყენებული აქვს სიცოცხლის პერიოდში, რაც ადასტურებს, რომ
ბავშვის მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას, რასაც შემდგომში მოყვა გიორგის მდინარეში გადაგდება. გამორიცხულია, ის რომ ის დაზინაბები, რომელის ექსპერტიზის დასკვნაშია აღნიშნული, ადამიანს მიადგეს იმ ფერდობზე ჩაგორებით, თუნდაც წაქცევის, სირბილის დროს. ეს არის წარმოუდგენელი. დაზიანებები არის დაწყებული სახის არიდან, დამთავრებული ტანზე, ხელების მიდამოებში და ყველგან. ეს
კვალიფიციკაცია, რომელიც უკვე შემოგვთავაზა პროკურატურამ, კარგია და არის სისხლის სამართლის საქმის სწორი კვალიფიკაცია. ჩვენ ვითხოვთ დამნაშავეების დასჯას. გიორგის მიაყენეს ფიზიკური დაზიანებები და შემდგომ გადააგდეს წყალში, გარდაცვალების მიზეზი არის წყალში დახრჩობა, მაგრამ ვინაიდან დაზიანებები არის სიცოხლის დროინდელი, ნიშნავს, რომ ბავშვის მიმართ ადგილი ჰქონდა ძალადობას. ამის შემდეგ გაადააგდეს და დადგა ლეტალური შედეგი," - განაცხადა ნიკოლაძემ.

ამასთან, ექსპერტიზის დასკვნით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე უკვე არსებულ კვალიფიკაციას დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა დაემატა.

შეგახსენებთ, რომ 22 ივნისს, 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს. შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულია 17 პირი.
კობაიძე
11 ივლისი 2020 13:16
სტრანსბურგი,სტრანსბურგი---- მიუჯექი მაგათთან ერთად

რუბრიკის სხვა სიახლეები
აპირებთ თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
აპირებთ თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?
თვის კითხვადი სტატიები