"ოჯახის პოზიციაა, რომ "ტოიოტა ქამრის" მგზავრები, 6-ვე მათგანი ბრალდებული იყოს 109-ე მუხლით" - რას ამბობს გიორგი შაქარაშვილის ბიძა?
"ოჯახის პოზიციაა, რომ "ტოიოტა ქამრის" მგზავრები, 6-ვე მათგანი ბრალდებული იყოს 109-ე მუხლით" - რას ამბობს გიორგი შაქარაშვილის ბიძა?
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ბიძის მირიან ნიკოლაძის განცხადებით, ოჯახის პოზიციაა, "ტოიოტა ქამრის" მგზავრები, რომლებიც გიორგი შაქარაშვილს გამოედევნენ და დადგა ეს შედეგი, ბრალდებულები იყვნენ სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით.

"ოჯახს აქვს კონკრეტული მოთხოვნა ყველა მათგანთან მიმართებით, ანუ 6 -ვე მათგანთან მიმართებით. თუ გამოძიება უფრო კონკრეტულად გამოკვეთს და უფრო დამაჯერები იქნება, რომელიმე მათგანზე, ჩვენ პოზიციას მერე ვიტყვით. ახლა კი ჩვენი პოზიციაა 6-ვე მათგანი იყოს ბრალდებული 109-ე მუხლით," - განაცხადა ნიკოლაძემ.

შეგახსენებთ, რომ გენერალური
პროკურატურის ინფორმაციით, შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე უკვე არსებულ კვალიფიკაციას დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა დაემატა.



მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
აპირებთ თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
აპირებთ თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?
თვის კითხვადი სტატიები