"იმედი მაქვს, გამოძიება უფრო სრულყოფილად იმუშავებს, რომ მტკიცებულებები შეაგროვოს" - რას აცახდებს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი
10-07-2020
"იმედი მაქვს, გამოძიება უფრო სრულყოფილად იმუშავებს, რომ მტკიცებულებები შეაგროვოს" - რას აცახდებს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი
გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული მორაგბეების ადვოკატი, ვასილ მამულაშვილი მიიჩნევს, რომ ვიდრე საკმარისი მტკიცებულებები არ იქნება, "ტოიოტა ქამრის" ავტომობილში მყოფი პირებისთვის ბრალის დამძიმება სამართლებრივად სწორი გადაწყვეტილება არ იქნება.

ადვოკატი იმედოვნებს, რომ გამოძიება მტკიცებულებების შესაგროვებლად უფრო სრულყოფილად იმუშავებს.

"დღეს გვაქვს მხოლოდ შედეგი, არ ვიცით, პირისა თუ პირთა ქმედებები. არ გვაქვს ინფორმაცია, მათ შორის სხვადასხვა მტკიცებულებები, დაკავშირებულია თუ არა გარდაცვალებასთან. შესაბამისად, იმ დრომდე, სანამ მტკიცებულებები არ იქნება, მანამდე ფიზიკურად გამორიცხულია. ჩვენი პოზიციაა,
რომ ეს არის ვერსია, სურვილი, თუმცა, არ გამომდინარეობს დღეის მდგომარეობით არსებულ მტკიცებულებებთან", - განაცხადა მამულაშვილმა.

ადვოკატის თქმით, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ადამიანებს ბრალი დაუსაბუთებლად წარედგინათ.

"ჩვენ გვაქვს შედეგი, რომ ამ ადამიანებს მანამდე წარდგენილი ბრალდებებიც დაუსაბუთებლად წარედგინათ, თუ იქნება დაუსაბუთებელი ბრალდებები, ამაზე ჩვენი მხრიდან შესაბამისი პოზიციები იქნება.
ერთია ბრალდება და მეორე ის, რომ ამ ბრალდების საფუძველზე სასამართლომ განაჩენი უნდა დაადგინოს.

შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ბრალდების სწრაფად წარდგენა სამართლებრივად სწორი გადაწყვეტილება არ არის, ვინაიდან, ეს ყველაფერი შემდგომ სასამართლომ უნდა შეაფასოს და გადაწყვიტოს. უფრო უარყოფითი იქნება, როდესაც დაუსაბუთებელი ბრალდების შემდეგ, სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი დაადგინოს. თუ ჩვენ სამართლებრივ სახელმწიფოში გვინდა ვიცხოვროთ, ოჯახისთვის უფრო ცუდი სამსახური იქნება, ვიღაცებს ბრალი წარუდგინო და შემდგომში ეს ბრალდება სასამართლოში არ დადასტურდეს.

იმედი მაქვს, რომ გამოძიება უფრო სრულყოფილად იმუშავებს, რომ მტკიცებულებები შეაგროვოს და მხოლოდ ბრალდების წარდგენით არ შემოიფარგლოს", - განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, ექსპერტიზის დასკვნით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე უკვე არსებულ კვალიფიკაციას დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა დაემატა.

ცნობისთვის, 22 ივნისს, 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს. შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულია 17 პირი.


"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
თვის კითხვადი სტატიები