დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი დააკავეს - კვირის პალიტრა

დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, პოლიციელი ვერიკო იმერლიშვილი დიდი ოდენობით ქრთამის აღებისთვის დააკავეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 338-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და პროკურატურის მიერ, სსკ-ის 338-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს, დაკავებულია შსს-ს თანამშრომელი", - განაცხადეს უწყებაში.

"ინტერპრესნიუსი"