მამის და პაპის მკლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა - კვირის პალიტრა

მამის და პაპის მკლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

მცხეთის რაიონულმა სასმართლომ მამის და პაპის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ოკინაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სასამართლო სხდომაზე ბრალდებულის ადვოკატმა პატიმრობის ნაცვლად აღკვეთი ღონისძიების სახით 5000 ლარიანი გირაოს შეფარდება მოითხოვა, თუმცა მოსამართლე ბიძინა სტურუამ ბრალდების მხარის, პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ოკინაშვილს პატიმრობა შეუფარდა.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის ნასამართლევმა გ.ო.-მ 2020 წლის 7 ივლისს, ღამის საათებში, მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანში, წარსულში არსებული წყენის გამო, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით მამას - ა.ო.-ს და პაპას - გ.ო.-ს, დანით, მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად ა.ო. და გ.ო. ადგილზე გარდაიცვალნენ.

სამართალდამცველებმა გ.ო. 2020 წლის 09 ივლისს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა"" და "ე" ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის, ორი პირის მიმართ, არაერთგზის) წარუდგინა.

წარდგენილი ბრალდება 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"ინტერპრესნიუსი"