"მისი უფლებები შეიზღუდა... ეროვნულ გამოცდებზე არ გაიყვანეს" - რას ამბობს შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ გიგა ტატიაშვილის ადვოკატი? - კვირის პალიტრა

"მისი უფლებები შეიზღუდა... ეროვნულ გამოცდებზე არ გაიყვანეს" - რას ამბობს შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ გიგა ტატიაშვილის ადვოკატი?

ადვოკატის განცხადებით, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ გიგა ტატიაშვილს ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის საშუალება არ მიეცა, რაც მისი უფლებების შეზღუდვაა

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ძიუდოისტის, გიგა ტატიაშვილის ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ერთიან ეროვნულ გამოცდაზე არ დაუშვეს.

როგორც გიორგი ყიფშიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ტატიშვილს უფლებები შეეზღუდა და მომხდარს ახსნა არ აქვს.

"ფაქტია, რომ მისი უფლებები შეიზღუდა. რა შეიძლება ყოფილიყო ხელისშემშლელი იმის, რომ გაეყვანათ ეროვნულ გამოცდებზე? - ახსნა ამას არაფერი არ აქვს, აბსოლუტურად არაფერი. მიზეზი არ არსებობს, ეს არის უფლებების შეზღუდვა, მეტი არაფერია აქ ჩადებული. ერთი წელი წაართვეს კაცს ცხოვრებიდან", - განაცხადა ადვოკატმა.

"ინტერპრესნიუსი"