"მთავარი წარდგენა არ არის, მთავარია დადასტურება"
"მთავარი წარდგენა არ არის, მთავარია დადასტურება"
19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ცრუ ჩვენების ან დანაშაულის დაფარვის გამო გამოძიებას შესაძლოა კითხვები ჰქონდეს დაზარალებულად ცნობილ პირებთანაც. არც ის არის გამორიცხული, მათი პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს. ამ ინფორმაციის შემოწმება ვახტანგ ახვლედიანის ადვოკატთან, ქალბატონ მზია ქასრაშვილთან ვცადეთ, რადგან ახვლედიანი ჩვენებაში ამბობს, რომ ბოლოს გიორგი სწორედ მან ნახა. ადვოკატმა მას შემდეგ, რაც კითხვა მოისმინა, ტელეფონი გათიშა და ჩვენს ზარს აღარ უპასუხა...

მორაგბეების - გაგნიძისა და მახარაძის ადვოკატი ვასილ მამულაშვილი მიიჩნევს,
რომ ვიდრე საკმარისი მტკიცებულებები არ იქნება, "ტოიოტა ქამრიში" მყოფი პირებისთვის ბრალის დამძიმება სამართლებრივად სწორი გადაწყვეტილება არ იქნება, თუმცა არ გამორიცხავს, გამოძიებამ მის დასაცავებს ბრალი წაუყენოს.
"მთავარი წარდგენა არ არის, მთავარია დადასტურება", - განაცხადა მამულაშვილმა და არ გამორიცხა, რომ საქმეში ახალი ფიგურანტები გამოიკვეთონ.

- იმ ადგილზე
3-4 მანქანაზე მეტი მოძრაობდა და ეს ჩანს გამოკითხვის ოქმებიდან. გამოკითხვის ოქმებში ნათქვამია, რომ იმ მომენტში, როცა "მერსედესის" ინციდენტი მოხდა, ე.წ. საბურთალოს ჯგუფიდან სამი მანქანა მოვიდა.(?!) საქმის მასალების მიხედვით მაქვს ინფორმაცია, რომ ეს პირები ეძებდნენ გიორგი შაქარაშვილს, მაგრამ პოლიციაში არ განაცხადეს. მე არ მინდა პირთა იდენტიფიცირება. საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ამ მოწმეებისგანაც აიღეს ნერწყვის ნიმუში, ტანსაცმელი და ა.შ.… ჩემს დასაცავებს ბრალი დაუსაბუთებლად წარედგინათ. ერთია ბრალდება წაუყენო და მეორე - ამ ბრალდების საფუძველზე სასამართლომ განაჩენი გამოიტანოს, ამიტომ ვფიქრობ, რომ ბრალდების სწრაფად წარდგენა სამართლებრივად სწორი გადაწყვეტილება არ არის. ეს ყველაფერი სასამართლომ უნდა შეაფასოს და გადაწყვიტოს. დაზარალებულისთვისაც უფრო მტკივნეული იქნება, როცა დაუსაბუთებელი ბრალდების შემდეგ სასამართლო გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს. იმედი მაქვს, გამოძიება უფრო სრულყოფილად იმუშავებს, რომ მტკიცებულებები შეაგროვოს და მხოლოდ ბრალდების წარდგენით არ დაკმაყოფილდეს...

ჩემი დასაცავები წარდგენილ ბრალში თავს დამნაშავედ არ ცნობენ.
არც მტკიცებულებები არსებობს მათ წინააღმდეგ, არც გამოკითხვის ოქმებით დასტურდება, რომ ჩემს დასაცავებს შეხება ჰქონოდათ ახვლედიანთან ან შაქარაშვილთან. მათ ურთიერთობა ჰქონდათ მხოლოდ ამირხანაშვილთან. როცა ის ნახეს, ჩაისვეს მანქანაში და თბილისამდე ჩამოიყვანეს...

P.S. ჩვენი ინფორმაციით, პირები, რომლებმაც გიორგი შაქარაშვილს დაზიანებები მიაყენეს, გამოძიებას უკვე გამოვლენილი ჰყავს და ამ დღეებში მათ ბრალს წაუყენებენ. საუბარია ორ პირზე.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები