"3 წლისამ პირველი ჭკვიანური კითხვა დაგვისვა, ის მკვლელი სად წავიდაო?" - რას წერს გიორგი შაქარაშვილის და? - კვირის პალიტრა

"3 წლისამ პირველი ჭკვიანური კითხვა დაგვისვა, ის მკვლელი სად წავიდაო?" - რას წერს გიორგი შაქარაშვილის და?

19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის და ანი შაქარაშვილი სოციალურ ქსელ "ფეისბუკში" ძმაზე მორიგ პოსტს აქვეყნებს.

"როგორი გამორჩეულიც ახლა არის, ბავშვობიდანვე ასეთი იყო, მახსოვს 3 წლის ასაკში პირველი ჭკვიანური კითხვა დაგვისვა, ის მკვლელი კაცი სად წავიდაო? რომ ვკითხეთ ვინ მკვლელ კაცზე იყო საუბარი, გვიპასუხა ილია ჭავჭავაძე რომ მოკლაო",- წერს ანი შაქარაშვილი.

მოგეხსენებათ, 10 ივლისს, 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების თაობაზე ექსპერტიზის დასკვნა გამოქვეყნდა, რომლის თანახმადაც, ახალგაზრდის სიკვდილის მიზეზად დადგენილია ასფიქსია წყალში დახრჩობით. "ამავდროულად, გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე აღინიშნება სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული, სიცოცხლისდროინდელი

დაზიანებები შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული დაზიანებები, იზოლირებულად აღებული, ატარებენ სხეულის დაზიანებათა

მსუბუქი ხარისხის ნიშნებს", - ვკითხულობთ სპეციალურ განცხადებაში. პროკურატურის ინფორმაციით კი, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა და საქმეში

არსებული სხვა მტკიცებულებების საფუძველზე, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე კვალიფიკაციის დაზუსტების შესახებ. კერძოდ, სისხლის სამართლის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა.

იხილეთ ასევე: გიორგის ყელზე ეკიდა ძეწკვი ჯვრით - რა ნივთები ამოიღო გამოძიებამ ტრაგედიის ადგილიდან?