ბათუმში, ერთ-ერთ კლუბში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ორი პირი დაჭრეს. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. დაშავებულები კლინიკა "მედცენტრში" არიან გადაყვანილი.ექიმების ინფორმაციით, ერთის მდგომარეობა მძიმეა, მას ბარძაყის არეში აქვს ჭრილობა მიყენებული, ხოლო მეორე - 22 წლის მამაკაცს, ჭრილობა გულ-მკერდის არეში აქვს.როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში "ინტრპრესნიუსს" განუცხადეს, სავარაუდო დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავეს.ფაქტზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებს გულისხმობს.