"ავი­ღე ნიახური და კვლავ მა­გის­ტრა­ლის პირ­ვე­ლი ხა­ზის გავ­ლით მი­ვე­დი ჩემს მიკ­რო­ავ­ტო­ბუს­თან" - რას ამბობს შაქარაშვილის საქმეზე დაკითხული?
"ავი­ღე ნიახური და კვლავ მა­გის­ტრა­ლის პირ­ვე­ლი ხა­ზის გავ­ლით მი­ვე­დი ჩემს მიკ­რო­ავ­ტო­ბუს­თან" - რას ამბობს  შაქარაშვილის საქმეზე დაკითხული?
გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე და­კი­თხუ­ლი კი­დევ ერთი თვითმხილ­ვე­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს უჩ­ვე­უ­ლო ჩვე­ნე­ბას აძ­ლევს. და­ვით კი­პა­რო­ი­ძე, რო­მე­ლიც სა­ბე­დის­წე­რო ღა­მეს და­სავ­ლე­თის­კენ მი­მა­ვალ მიკ­რო­ავ­ტო­ბუსს მარ­თავ­და და ღა­მით იმ შე­ნო­ბას­თან გა­ჩერ­და, სა­დაც და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და, ამ­ტკი­ცებს, რომ ად­გილ­ზე დაყ­რილ ნი­ა­ხურს აგ­რო­ვებ­და.

"და­ახ­ლო­ე­ბით 01:00 სა­ათ­ზე, რო­დე­საც გავ­ცდი სა­გუ­რა­მოს გა­და­სახ­ვევს და გავ­დი­ო­დი არაგ­ვის ხიდ­ზე, შევ­ნიშ­ნე, რომ ხი­დის დას­რუ­ლე­ბამ­დე და­ახ­ლო­ე­ბით 50-60 მეტრში გზის სა­ვა­ლი ნა­წი­ლის გამ­ყოფ ზოლ­ზე, და­ახ­ლო­ე­ბით ერთი მეტ­რის სიგ­რძე­ზე რა­ღაც იყო დაყ­რი­ლი.

...რო­დე­საც სა­შუ­ა­ლე­ბა მო­მე­ცა მივ­სუ­ლი­ყა­ვი ჩემს წინ
სა­ვა­ლი გზის გამ­ყოფ ზოლ­თან, ვნა­ხე, რომ გზა­ზე და­ახ­ლო­ე­ბით ერთი მეტ­რის სიგ­რძე­ზე დაყ­რი­ლი იყო ნი­ა­ხუ­რი, რო­მელ­თა დიდი ნა­წი­ლი მან­ქა­ნის გა­დავ­ლის შე­დე­გად გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი იყო, ხოლო რამ­დე­ნი­მე შეკ­ვრა, რო­მე­ლიც არ იყო გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი, ავი­ღე და კვლავ მა­გის­ტრა­ლის პირ­ვე­ლი ხა­ზის გავ­ლით მი­ვე­დი ჩემს მიკ­რო­ავ­ტო­ბუს­თან" - ყვე­ბა ჩვე­ნე­ბა­ში კი­პა­რო­ი­ძე.

"მთა­ვა­რი არ­ხის"
ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ვით კი­პა­რო­ი­ძე ფაქ­ტობ­რივ სა­ცხოვ­რე­ბელ მი­სა­მარ­თზე არ დახ­ვდათ. მე­ზობ­ლე­ბის თქმით, პო­ლი­ცი­ა­ში გა­მო­კი­თხვის შემ­დეგ ის სახ­ლში აღარ უნა­ხავთ და სა­ვა­რა­უ­დოდ, მა­მა­კა­ცი ოჯახ­თან ერ­თად სა­ჩხე­რე­ში წა­ვი­და, სა­დაც სახ­ლი აქვს.




მერაბი
14 ივლისი 2020 11:02
ზოგი რა მუჭუჭია, გზაზე გადაყრილი ნიახური რა ჯანდაბად გინდოდა, თან შუაღამისას...

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები