"ავი­ღე ნიახური და კვლავ მა­გის­ტრა­ლის პირ­ვე­ლი ხა­ზის გავ­ლით მი­ვე­დი ჩემს მიკ­რო­ავ­ტო­ბუს­თან" - რას ამბობს შაქარაშვილის საქმეზე დაკითხული? - კვირის პალიტრა

"ავი­ღე ნიახური და კვლავ მა­გის­ტრა­ლის პირ­ვე­ლი ხა­ზის გავ­ლით მი­ვე­დი ჩემს მიკ­რო­ავ­ტო­ბუს­თან" - რას ამბობს შაქარაშვილის საქმეზე დაკითხული?

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკითხული კიდევ ერთი თვითმხილველი სამართალდამცველებს უჩვეულო ჩვენებას აძლევს. დავით კიპაროიძე, რომელიც საბედისწერო ღამეს დასავლეთისკენ მიმავალ მიკროავტობუსს მართავდა და ღამით იმ შენობასთან გაჩერდა, სადაც დაპირისპირება მოხდა, ამტკიცებს, რომ ადგილზე დაყრილ ნიახურს აგროვებდა.

"დაახლოებით 01:00 საათზე, როდესაც გავცდი საგურამოს გადასახვევს და გავდიოდი არაგვის ხიდზე, შევნიშნე, რომ ხიდის დასრულებამდე დაახლოებით 50-60 მეტრში გზის სავალი ნაწილის გამყოფ ზოლზე, დაახლოებით ერთი მეტრის სიგრძეზე რაღაც იყო დაყრილი.

...როდესაც საშუალება მომეცა მივსულიყავი ჩემს წინ სავალი გზის გამყოფ ზოლთან, ვნახე, რომ გზაზე დაახლოებით ერთი მეტრის სიგრძეზე დაყრილი იყო ნიახური, რომელთა დიდი ნაწილი მანქანის გადავლის შედეგად გაფუჭებული იყო, ხოლო რამდენიმე შეკვრა, რომელიც არ იყო გაფუჭებული, ავიღე და კვლავ მაგისტრალის პირველი ხაზის გავლით მივედი ჩემს მიკროავტობუსთან" - ყვება ჩვენებაში კიპაროიძე.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, დავით კიპაროიძე ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე არ დახვდათ. მეზობლების თქმით, პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ ის სახლში აღარ უნახავთ და სავარაუდოდ, მამაკაცი ოჯახთან ერთად საჩხერეში წავიდა, სადაც სახლი აქვს.