"კაკო ნი­კა­კოი"- ვინ არის "კანონიერი ქურდი", რომლის შვილის, "კაწროს" სახელი შაქარაშვილის საქმეს დაუკავშირეს? - კვირის პალიტრა

"კაკო ნი­კა­კოი"- ვინ არის "კანონიერი ქურდი", რომლის შვილის, "კაწროს" სახელი შაქარაშვილის საქმეს დაუკავშირეს?

"კაკო ნიკაკოი" - ასე იცნობენ "კრიმინალურ სამყაროში" ქართველ ე.წ კანონიერ ქურდს აკაკი ბილანიშვილს, რომლის სახელიც ქართულ საზოგადოებას მას შემდეგ გაახსენდა, რაც გიორგი შაქარაშვილის საქმეს მისი შვილი, ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე "კაწრო" დაუკავშირდეს.

68 წლის აკაკი ბილანიშვილი საგარეჯოდანაა. Прайм Крайм-ის ინფორმაციით, ის წარსულში ოთხჯერაა ნასამართლევი და საპყრობილეში ჯამში 14 წელი აქვს გატარებული. 1990-იან წლებში, თავის მეგობარ, "კანონიერ ქურდ" ტრისტან სიჭინავასთან ერთად, ციმბირში, სხვადასხვა ქალაქში, "ქურდულ სამყაროს ავითარებდა". იმ წლების განმავლობაში, კემეროვოსა და ნიჟნი ნოვგოროდში მეგობრებმა რამდენიმე "ქურდი მონათლეს".

2007-დან 2009 წლამდე უკრაინაში არალეგალურად ცხოვრობდა, სადაც დააკავეს და საქართველოში გამოამგზავრეს.

ასაკისა და შელახული ჯანმრთელობის გამო, საქართველოში არ დააპატიმრეს იმ პირობით, რომ ქვეყანას ნებაყოფლობით დატოვებდა, რის შემდეგაც, ბილანიშვილი გერმანიაში გაემგზავრა, სადაც მკურნალობის კურსს გადიოდა.

2013 წლის ივნისში "კანონიერი ქურდი" კვლავ უკრაინაში ჩავიდა, სადაც ისევ დააკავეს და ისევ დეპორტაცია გაუკეთეს. მაშინ ბილანიშვილს უკრაინაში ჩასვლა 5 წლით აეკრძალა.

2013 წელს დაკავებისას გადაღებულ კადრებში, ბილანიშვილს ეუბნებიან რომ ისაუბროს, თუმცა ის უარს ამბობს. შემდეგ სამართალდამცველი ეუბნება, ქართულად თქვას რაიმე და ბილანიშვილი პასუხობს - "რა ვიცი, მაგის დედაც". კითხვაზე კი, ეკუთვნის თუ არა ქურდულ სამყაროს, ის თანხმობის ნიშნად თავს აქნევს. გაგრძელება