ზუგდიდში დედის მიერ ჩვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ახალგაზრდა ქალი დააკავეს - კვირის პალიტრა

ზუგდიდში დედის მიერ ჩვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ახალგაზრდა ქალი დააკავეს

ზუგდიდში ახალგაზრდა ქალი ჩვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. როგორ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება, სსკ-ის 112-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დედის მიერ ჩვილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, ქალმა სახლში იმშობიარა, თუმცა უცნობია, რა ვითარებაში გარდაიცვალა ახალშობილი. თავად კი ჯანმრთელობის გაუარესების შემდეგ საავადმყოფოს მიმართა.

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში აცხადებენ, რომ თემის დელიკატურობიდან გამომდინარე, აღნიშნულ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.