"საქმის მასალები, რაც მოიძიეს ამ ეტაპისთვის, ის გადმოგვცეს" - რას აცხადებს შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ვახტანგ ჩიქოვანისა და ნიკა ჟვანიას ადვოკატი?
"საქმის მასალები, რაც მოიძიეს ამ ეტაპისთვის, ის გადმოგვცეს" - რას აცხადებს შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ვახტანგ ჩიქოვანისა და ნიკა ჟვანიას ადვოკატი?
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ვახტანგ ჩიქოვანისა და ნიკა ჟვანიას ადვოკატის არჩილ ბერიანიძის განცხადებით, საქმის მასალები გადაეცათ.

მისი თქმით, საქმის მასალების მოცულობა ამ ეტაპისთვის 18 ტომს შეადგენს.

"მასალები გადმოგვეცა. ახლა, ვნახავ ყველაფერს, ვნახავთ, რა არის. საქმის მასალები, რაც მოიძიეს ამ ეტაპისთვის, ის გადმოგვცეს. იყვნენ სხვა ადვოკატებიც, უბრალოდ, ერთ-ერთი პირველები ჩვენ მივედით, იმიტომ რომ განცხადება გვქონდა დაწერილი. საქმის მასალები 18 ტომია ამ ეტაპისთვის", - განაცხადა ადვოკატმა არჩილ ბერიანიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს
პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ექსპერტიზის დასკვნით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე უკვე არსებულ კვალიფიკაციას დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა დაემატა.

შეგახსენებთ, რომ 22 ივნისს, 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს. შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე
დაკავებულია 17 პირი.


"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები