"ჩოლოიანი ცდილობდა, ლუკა გა­ე­ღი­ზი­ა­ნე­ბი­ნა, იცი სად გიკ­რავ თავს? სა­დაც სა­ჭი­როა და იქ მოგ­ხე­და­ვე­ნო" - 15 წლის ლუკა სირაძის დედის კომენტარი ტრაგედიის შემდეგ - კვირის პალიტრა

"ჩოლოიანი ცდილობდა, ლუკა გა­ე­ღი­ზი­ა­ნე­ბი­ნა, იცი სად გიკ­რავ თავს? სა­დაც სა­ჭი­როა და იქ მოგ­ხე­და­ვე­ნო" - 15 წლის ლუკა სირაძის დედის კომენტარი ტრაგედიის შემდეგ

15 წლის ლუკა სირაძის დედამ, ელიკო ჩხიტუნიძემ გადაცემა "პოლიტმეტრში" პირველად ისაუბრა ტრაგედიაზე, რომელიც მის ოჯახს 7 თვის წინ დაატყდა თავს. დედის თქმით, მის არასრულწლოვან შვილზე პოლიციის განყოფილებაში არამხოლოდ გამომძიებელმა მარიანა ჩოლოიანმა, არამედ სხვა პოლიციელებმაც იძალადეს.

ჩხიტუნიძე დაკითხვის დღეს და იმ განწყობას იხსენებს, რაც მას და მის შვილს პოლიციის განყოფილებაში დახვდათ:

"პოლიციის პირველი განყოფილებიდან დამირეკეს, მოიყვანეთ თქვენი შვილი და მოდით განყოფილებაში. ჯერ რომ მე მოვიდე და მერე ბავშვი-მეთქი? შენ რაში მჭირდები, იკითხე განყოფილებაში მარიანა ჩოლოიანი და მოდი ჩემთანო. 5 საათი სრულდებოდა, რომ შევედით განყოფილებაში.

იცით რაზე ხართ დაბარებული, არც შენ არ იცი ვაჟბატონოო? არც მე არ ვიციო ლუკამ. არ იცი კედლები ვინ მოხატა, ჟურნალი ვინ გააფუჭა? მე ვიდეო მასალა მაქვს, სკოლის წარმომადგენელი ამბობს, რომ შენ გააფუჭე, მოსწავლეებმაც შენ დაგასახელესო. არ გამიფუჭებია, მე არავის დაუნახივარ და როგორ იტყვიანო. მე მყავს მოწმეებიო, აღიარეო ახლა, რომ გეუბნები, ლუკამ შენ გინდა რომ ეს საქმე მე დამაბრალოო. ისე ელაპარაკებოდა ჩოლოიანი - კისერს მოგიგრეხ, შენისთანებისთვის მომიგრეხია კისერი, იწვევდა ძალიან, გაბრაზდა ლუკა.

მე ჩემი შვილის გაბრაზება ვერ მოვითმინე და ვეხვეწებოდი: დაწყნარდი დედა, თუ შენი დაწერილია, დაწერე აღიარებითი ჩვენება-მეთქი. ცდილობდა მარიანა რომ ბავშვი გაეღიზიანებინა, მდგომარეობიდან გამოეყვანა, მოახერხა კიდევაც - ბავშვი ჭკუაზე აღარ იყო. შენი საქციელით, შენი გადახოტრილი თავით, კაპიშონით, ზუსტად შენ ხარ გამკეთებელიო. შენ იცი სად გიკრავ თავს? სადაც საჭიროა და იქ მოგხედავენო.

შენ ძმას იცი რას უზამენო (გორში სწავლობს ბექა, სამხედრო აკადემიაში) გამოაგდებენ, საქმეს გაუფუჭებენ, ვერსად ვეღარ იმუშავებს. ამაზე ბავშვი სულ გაგიჟდა ადგილს ვეღარ პოულობდა", - ყვება ლუკა სირაძის დედა.

დედის თქმით, მარიანა ჩოლოიანი მოზარდს აშანტაჟებდა, რათა მისგან აღიარებითი ჩვენება მოეპოვებინა.

"შენი ტელეფონით მიმოწერა მაქვს, რომ მეგობარს წერ - "არ გაამხილო მე რომ გავაფუჭე, თორე თავს მოგაჭრიო". ლუკამ უარყო. შანტაჟი იყო, არა მარტო მარიანასგან, არამედ იქ მყოფი 4-5 პიროვნებისგან. ვინც გაივლიდა, ყველა ეუბნებოდა, ჩაალაგოს შენმა ძმამ ჩემოდანი, უკვე დროა, იქიდან გამოაგდებენო. საქმე გაუფუჭდება, ვერსად ვერ იმუშავებს. შე საცოდაო, რა იცი რა მოელის შენ გამო შენს ძმასო. გაგრძელება