"დაჭრილი მამაკაცის შვილი რამდენიმე დღის წინ ავტოავარიაში მოჰყვა" - რა მოხდა თბილისში? - კვირის პალიტრა

"დაჭრილი მამაკაცის შვილი რამდენიმე დღის წინ ავტოავარიაში მოჰყვა" - რა მოხდა თბილისში?

თბილისში, აღმაშენებლის 106 ნომერში მომხდარი დაჭრის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

როგორც “ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 115-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

დაჭრილი შუა ხნის მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, მამაკაცმა თვითმკვლელობა მას შემდეგ სცადა, რაც მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შეიტყო. სააგენტოს წყაროს ინფორმაციით, დაჭრილი მამაკაცის შვილი რამდენიმე დღის წინ ავტოავარიაში მოჰყვა, მისი მდგომარეობა მძიმეა.

"ინტერპრესნიუსი"