ვისგან შეიტყო გიორგის გაუჩინარების შესახებ მარიამ ხატისკაცმა - რას ამბობს გოგონა, რომელიც ერთ-ერთი ჩვენების მიხედვით,შაქარაშვილთან მეგობრობდა - კვირის პალიტრა

ვისგან შეიტყო გიორგის გაუჩინარების შესახებ მარიამ ხატისკაცმა - რას ამბობს გოგონა, რომელიც ერთ-ერთი ჩვენების მიხედვით,შაქარაშვილთან მეგობრობდა

შინაგან საქმეთა სამინისტროში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ერთ-ერთი მოწმის მარიამ ხატისკაცის გამოკითხვა დასრულდა.

როგორც ხატისკაცმა ჟურნალისტებს განუცხადა, შსს-ს მასთან კითხვები სოციალურ ქსელთან დაკავშირებით ჰქონდა.

"სოციალურ ქსელთან დაკავშირებით დაადგინეს რაღაც დეტალები და სოციალური ქსელები შეამოწმეს, მიმოწერასთან დაკავშირებით იყო კითხვები", - განაცხადა მარიამ ხატისკაცმა.

როგორც მან განაცხადა, დაბადების დღის წვეულებაზე გიორგი შაქარაშვილი მას არ დაუპატიჟია და არ იცის ვინ დაპატიჟა.

ამასთან, ხატისკაცის თქმით, შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ ამავე საქმის ერთ-ერთი მოწმის ლიზი ნადირაძისგან გაიგო.

"თემქაზე ვიყავი კი. ლიზი ნადირაძისგან გავიგე. ლიზიმ გაიგო ინფორმაცია ხალხისგან იმიტომ, რომ ვინებიც იყვნენ დაგვირეკეს იქ ვეღარ მივდივართო და აქედან გამომდინარე",- განაცხადა ხატისკაცმა.

რაც შეეხება კითხვას, რა უთხრა ფოტოგრაფმა იაკობ ბრეგვაძემ ხიდზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ხატისკაცმა განაცხადა, რომ ბრეგვაძეს მისთვის "ისეთი არაფერი უთქვამს".

ცნობისთვის, დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმის მოწმეების გამოკითხვა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ასევე დაგაინტერესებთ:"შენ ჩემს გულში ხარ, მიყვარხარ ისე, როგორც არასდროს" - ვინ არის გოგონა, რომელიც, ერთ-ერთი ჩვენების მიხედვით, გიორგი შაქარაშვილს მოსწონდა

"ინტერპრესნიუსი"