ადიგენის საჯარო რეესტრის ხელმძღვანელი დაჭრილი იპოვეს - კვირის პალიტრა

ადიგენის საჯარო რეესტრის ხელმძღვანელი დაჭრილი იპოვეს

ადიგენის საჯარო რეესტრის სამსახურის ხელმძღვანელი ბექა გოგრიჭიანი დაჭრილი იპოვეს. ის თემქაზე "ჯერარსის" კლინიკაშია გადაყვანილი.

როგორც "ინტერპრესნიუსს" კლინიკა "ჯერარსის" გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ანესთეზიოლოგ- რეანიმატოლოგმა კონტანტინე მუმლაძემ განუცხადა, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მას ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული.

"მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე, კრიტიკული. გამოხატულია ცეცხლსასროლი ჭრილობის შედეგად მიყენებული ქალა ტვინის მძიმე ტრავმა. მართვით სუნთქვაზე იმყოფება და უგრძელდება სასიცოცხლო ფუნქციების ხელოვნური ჩანაცვლება",-აცხადებს კონტანტინე მუმლაძე.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 115-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.