დატოვა თუ არა თამარ ბაჩალიაშვილმა წერილი - რას ამბობს გარდაცვლილი გოგოს ოჯახის ადვოკატი? - კვირის პალიტრა

დატოვა თუ არა თამარ ბაჩალიაშვილმა წერილი - რას ამბობს გარდაცვლილი გოგოს ოჯახის ადვოკატი?

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავტომანქანაში, სადაც 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი იპოვეს, სამართალდამცველებმა მის მიერ ოჯახისთვის დატოვებული წერილიც ნახეს. ამის შესახებ ინფორმაცია "პრაიმთაიმმა" გაავრცელა. გამოცემის მტკიცებით, წერილში არის ასეთი ფრაზა: "ანაბარზე თანხაა, გამოიყენეთ".

ცნობილია, რომ ავტომანქანიდან სხვადასხვა ნივთებთან ერთად, კრიმინალისტებმა მედიკამენტებიც ამოიღეს. ამოღებული ნივთმტკიცებულებების შესახებ ambebi.ge შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც არ აკონკრეტებენ, რა სახის მტკიცებულებებზეა ლაპარაკი.

"მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, ამოღებულია გარკვეული ნივთები და კონკრეტულად რა ნივთები, ამას ვერ დავაკონკრეტებთ", - გვითხრეს უწყებაში.

ასევე დავუკავშირდით თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს მიხეილ რამიშვილს:

- წერილის შესახებ არაფერი ვიცი, გარდაცვლილის ავტომანქანიდან ბევრი ნივთი ამოიღეს, თუმცა იქ წერილი არ მინახავს. საბუთები ამოიღეს და წაიღეს. ამასთანავე, ამოღებულია რაღაც წამლები, ისინი ე.წ. "კოსმეტიჩკაში" ელაგა, რომელიც ხელჩანთაში იდო. ამოიღეს საბუთები, თანხა და ა.შ.  იხილეთ სრულად