"საფულეში ჰქონდა წერილები" - რას წერდა ერთ-ერთ წერილში თამარ ბაჩალიაშვილი? - კვირის პალიტრა

"საფულეში ჰქონდა წერილები" - რას წერდა ერთ-ერთ წერილში თამარ ბაჩალიაშვილი?

გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, გარდაცვლილს საფულეში წერილები ჰქონდა შენახული.

როგორც მან "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ვინ არის წერილების ადრესატი, ჯერჯერობით დაუდგენელია.

"საფულეში ჰქონდა წერილები. არ ვიცით როდინდელია, ყველაფერს გამოძიება გაარკვევს. ძალიან ბევრი ფურცელი იყო, დალუქულია. "გამოიყენე, ჩემი ანაბარი," - ერთში ეს ეწერა, ვის ეუბნება,რას ეუბნება არ არის დადგენილი", - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

მისივე თქმით, ცხედრის ექსპერტიზაში ორი დამოუკიდებელი ექსპერტია ჩართული, მათ შორის ერთი მარიამ ჯიშკარიანია.

როგორც მან აღნიშნა, ისინი უკვე ადგილზე არიან მისულები.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული თამარ ბაჩალიაშვილი, დღეს თეთრიწყაროს რაიონში, ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვნეს. ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში უკვე გადაასვენეს.

"ინტერპრესნიუსი'