"გარდაცვალების შემდეგ მანქანაში ჩასვეს და მიიყვანეს?" - რას აცხადებს თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი - კვირის პალიტრა

"გარდაცვალების შემდეგ მანქანაში ჩასვეს და მიიყვანეს?" - რას აცხადებს თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი

გარდაცვლილი, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ვერსიას, თითქოს თამარ ბაჩალიაშვილის სხეული გარდაცვალების შემდეგ მანქანაში ჩასვეს და ტერიტორიაზე მიიყვანეს, არსებობის უფლება აქვს. ამის შესახებ მან "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა, რითაც უპასუხა წამყვანის შესაბამის კითხვას.

ამასთან ადვოკატი ამბობს, რომ ყველა საბანკო ბარათი გოგონას თან ჰქონდა და ვერანაირად ვერ ჩაითვლება, რომ ეს თვითმკვლელობასთან შეიძლება, იყოს დაკავშირებული.

"გარდაცვალების შემდეგმანქანაში ჩასვეს და მიიყვანეს? ამ ვერსიას არსებობის უფლება აქვს. ასევე, მას საფულეში ჰქონდა ფურცლები, ჩანაწერები, მისი კალიგარაფიითა შესრულებული თუ არა, ესეც დაუდგენელია. მე მესმის, რომ ვერსია იყოს, წინასწარ ოჯახს უტოვებდეს თვითმკვლელობის დროს. ყველა საბანკო ბარათი მას თან ჰქონდა და ვერანაირად ვერ ჩავთვლით, რომ ეს თვითმკვლელობასთან შეიძლება, იყოს დაკავშირებული. გარდა ამისა, მას ჰქონდა რამდენიმე ფურცელზე დაწერილი, რომ რაღაც დღეს უნდა წასულიყო რაღაც შეხვედრაზე. ყოველდღიური ჩანაწერები იყო. იქვე იყო მისი მობილური ტელეფონი და მისი პირადი ნივთები", - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

ცნობისთვის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი რამდენიმე დღის განმავლობაში გაუჩინარებული იყო. ის დღეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ტყეში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

"ინტერპრესნიუსი"