"ქალ­ზე სა­კუ­თარ მან­ქა­ნა­ში იძა­ლა­და, ფაქტს თვითმხილ­ვე­ლე­ბიც ჰყავს" - ვინ არის პოლიციელი, რომელიც გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს - კვირის პალიტრა

"ქალ­ზე სა­კუ­თარ მან­ქა­ნა­ში იძა­ლა­და, ფაქტს თვითმხილ­ვე­ლე­ბიც ჰყავს" - ვინ არის პოლიციელი, რომელიც გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს

სამართალდამცველი, რომელიც გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს, შსს-ს გორის პოლიციის სამმართველოს თანამშრომელია. "მთავარი არხის" ინფორმაციით, შუა ხნის მამაკაცი 35 წლის ქალის გაუპატიუების მცდელობაშია ბრალდებული.

დაკავებული პოლიციელი ზაზა ალავერდაშვილია. გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ის გუშინ, გვიან ღამით დააკავეს. ტელეკომპანიის ცნობით, მან ახალგაზრდა ქალზე საკუთარ მანქანაში იძალადა და ამ ფაქტს თვითმხილველებიც ჰყავს.

ასევე, "მთავარი არხის" ინფორმაციით, პოლიციელი ქალს აშანტაჟებდა და ეუბნეოდა, რომ თუ ფაქტს გაახმაურებდა, ეს "ძვირად დაუჯდებოდა". ამის მიუხედავად ძალადობის მსხვერპლმა გენერალურ ინსპექციას მაინც აცნობდა.

როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.