"სა­ნამ ხალ­ხის აგ­რე­სია არ და­ი­ნა­ხეს, იქამ­დე არ გა­მოჩნ­და არა­ფე­რი. დამღუპეს" - რას ამბობს თამარ ბაჩალიაშვილის მამა? - კვირის პალიტრა

"სა­ნამ ხალ­ხის აგ­რე­სია არ და­ი­ნა­ხეს, იქამ­დე არ გა­მოჩნ­და არა­ფე­რი. დამღუპეს" - რას ამბობს თამარ ბაჩალიაშვილის მამა?

არდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის მამა ჯუმბერ ბაჩალიაშვილი ამბობს, რომ დღეს ცხედარს სახლში ვერ გადმოასვენებენ, რადგან სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ ამის მიზეზად, ყინულის არ ქონა დაასახელა.

როგორც "მთავარის" ეთერში გარდაცვლილი გოგონას მამა ამბობს, ამის შემდეგ ყინული ოჯახმა თავად იშოვა და ცხედარს ხვალ დილით გადმოასვენებენ.

"გვითხრეს, ძალიან ისეთ მდგომარეობაში ვართო... თან ყინული არ გვაქვსო და ამიტომ შევფერხდით.

ჩემი ბიძაშვილი იყო იქ და ასე უთხრეს. არ გვაქვს ამჟამადო, მერე რუსთავში ირბინეს ბიჭებმა. ყინული ჩვენ ვიშოვეთ და დილით გადმოვასვენებთ ცხედარს" - აღნიშნა გარდაცვლილის მამამ.

თამარ ბაჩალიაშვილის მამა აცხადებს, რომ უკმაყოფილია გამოძიების მუშაობით.

"მე არ გავჩერდები, სანამ საქმე ბოლომდე არ მივა".  4 დღის განმვალობაში ჭიმავდნენ დროს, რომ პრობლემა შეექმნათ. დღეს გავიარე იმ ადგილზე, სადაც მანქანა იპოვეს. არ გაუტარებიათ იქ არანაირი დრონი. გზიდან რომ გაიხედები ჩანს ის მანქანა და როგორ გაატარეს დრონი?! რომ გაეტარებინათ გამოჩნდებოდა მანქანაც. სანამ აქცია არ ჩატარდა, იქამდე არაფერი გამოჩნდა. სანამ ხალხის აგრესია არ დაინახეს, იქამდე არ გამოჩნდა არაფერი. მე დამღუპეს, ეგ ვიცი" - აღნიშნა ბაჩალიაშვილმა.

ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა საკუთარი შვილის შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ ოჯახში მას არანაირი პრობლემა არ ჰქონია.

"ზოგჯერ რომ მოდიოდა აღელვებული... ეს ხდებოდა სამსახურის მხრიდან. ჩემი მეუღლე ისევ შოკშია, ახლაც ვერ გამოდის მდგომარეობიდან. ასეთი ბავშვი დავკარგეთ. მედალზე დაამთავრო სკოლა, საფრანგეთში უნივერსიტეტი დაამთავრდა. სუფთა ბუნების და სუფთა გულის ბავშვი დავკარგეთ.

ანგელოზი ბავშვი, ჩემი სიცოცხლე რა დღეში ჩამიგდეს. მინდა რომ ჩემს მდგომარეობაში აღარვინ ჩავარდეს, მე დამღუპეს, მაგრამ არ მინდა სხვასაც იგივე დაემართოს" - განაცხადა ბაჩალიაშვილმა.