სასამართლო ყოფილი პოლიციელის საქმეს განიხილავს, რომლის მიერ გასროლილ ტყვიას თიკა მახალდიანის დედის სიცოცხლე ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

სასამართლო ყოფილი პოლიციელის საქმეს განიხილავს, რომლის მიერ გასროლილ ტყვიას თიკა მახალდიანის დედის სიცოცხლე ემსხვერპლა

თბილისის საქალაქო სასამართლო ყოფილი პოლიციელის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გადასინჯვაზე მსჯელობს, რომლის მიერ ნასროლ ტყვიასაც მომღერალ თიკა მახალდიანის დედის, თამარ ანთელავას სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ წუთებში, სასამართლოში სიმონ გაბრიაძის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზეც იმაჯელებენ.

სხდომას დისტანციურად ესწრება ბრალდებული.

როგორც ცნობილია, ბრალდების მხარე დაკავებულის კვლავ პატიმრობაში დატოვებას მოითხოვს.

ცნობისთვის, შემთხვევა 2020 წლის 19 აპრილს მოხდა. ნუცუბიძის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის აივნიდან პოლიციელის მიერ გასროლილ ტყვიას თამარ ანთელავას სიცოცხლე ემსხვერპლა. გასროლილმა ტყვიამ 600 მეტრით დაშორებულ კორპუსამდე მიაღწია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას ჩადენილს არაპირდაპირი განზრახვით.