"შეიძლება შაქარაშვილი თავისივე მეგობრებმა სცემეს" - რას ამბობს საქმის ფიგურანტი არასრულწლოვნის მამა? - კვირის პალიტრა

"შეიძლება შაქარაშვილი თავისივე მეგობრებმა სცემეს" - რას ამბობს საქმის ფიგურანტი არასრულწლოვნის მამა?

არასრულწლოვანი ზ.ხ.-ს მამის განცხადებით, ვერსიას, რომ გიორგი შაქარაშვილი შესაძლოა, თავისივე ძმაკაცებს ეცემათ, არავინ განიხილავს. ამის შესახებ არასრულწლოვნის მამამ შინაგან საქმეთა სამინისტროში შესვლამდე განაცხადა.

მან საგამოძიებო უწყებაში მიმდინარე ამოცნობის პროცედურებზეც ისაუბრა.

„შეიძლება თავისივე მეგობრებმა სცემეს, იმიტომ, რომ მათ ჩხუბში არ მიეხმარა, აშველებდა და შემდეგ გაიქცა. რა თქმა უნდა, ამირხანაშვილი ჩემს შვილს ამოიცნობს, ის ჩემი შვილის მანქანაში იყო, როდესაც ჩამოიყვანეს. ჩემი შვილი ყვება, რომ აგარაკზე მისვლის შემდეგ მანქანიდან გადავიდა, სხვა ბიჭები გაიქცნენ და სად გაიქცნენ ვერ დაინახა. გური ამირხანაშვილი უკანა გზაზე ნახეს. უყვებოდა ის ბიჭი საერთოდ არაფერ შუაში არ იყოო და ნერვიულობდა. თუ ოჯახს აწყობს, რომ უდანაშაულო ხალხი დაისაჯოს კი ბატონო, მაგრამ ოჯახმა უნდა იპოვოს ის, ვინც მართლა დააშავა”, - განაცხადა არასრულწლოვნის მამამ.

"ინტერპრესნიუსი"