"გზა­ზე გა­მო­სულ­მა და­ი­ნა­ხა მან­ქა­ნა, რო­მელ­შიც გო­გო­ნე­ბი ის­ხდნენ" - რას ყვებიან გოლთეთის მაცხოვრებლები თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ახალ ფიგურანტებზე - კვირის პალიტრა

"გზა­ზე გა­მო­სულ­მა და­ი­ნა­ხა მან­ქა­ნა, რო­მელ­შიც გო­გო­ნე­ბი ის­ხდნენ" - რას ყვებიან გოლთეთის მაცხოვრებლები თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ახალ ფიგურანტებზე

23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეში ამბები.გე-სთვის ახალი დეტალები გახდა ცნობილი. რა ხდებოდა და ვინ მოძრაობდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გოლთეთში 18-19 ივლისს, ამაზე გოლთეთის მკვიდრი გვიყვება, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

- 18 ივლისს, შაბათს სოფელში ორი უცხო მანქანა იყო შემოსული. გოგონა, რომელიც შემდგომ გარდაცვლილი ნახეს, დაახლოებით, 12-ისკენ უნახავთ. მერე გამოჩნდა მეორე მანქანა. ის ნაცრისფერი "ჰიუნდაი" იყო, თუ სხვა მანქანა, მეზობლები ვერ აკონკრეტებენ. ერთ ჩვენი თანასოფლელის თქმით, დაახლოებით საღამოს 7 საათისთვის გზაზე გამოსულმა დაინახა მანქანა, რომელშიც გოგონები ისხდნენ.

ეს კაცი ვერ იხსენებს, მათ სახეს, ვერ აღიდგინა, თამუნა იყო თუ არა მათ შორის, მაგრამ ამბობს იმას, რომ ასაკით საკმაოდ პატარები იყვნენ, ნელა მოძრაობდნენ და მანქანაში ხმამაღლა კამათობდნენო. იმასაც არ გამორიცხავს, სამნი ყოფილიყვნენ (ხმების მიხედვით), ამბობს, შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს უკან კიდევ იჯდა მესამეო... პატრულს როცა მოუყვნენ, უთქვამთ, - ეგ ბაჩალიაშვილის მანქანა არ ყოფილა, სხვები იყვნენ შემოსულიო. ის გოგონაც მათთან ერთად იჯდა თუ არა, არავინ იცის.

- ამბობენ, კვირა დღეს ახლობლებისა და პოლიციელების ამოსვლამდე, ორი ახალგაზრდა მამაკაციც შემოვიდა გოლთეთში, რომლებმაც თამუნა იკითხეს...

- ის ორი ახალგაზრდა მამაკაცი 19-ში, ანუ კვირას შემოვიდა სოფელში. ისინი წითელი მანქანით იყვნენ. პირადად მე არ მინახავს, თუმცა სხვების მონაყოლით ვიცი, რომ უთქვამთ, თამუნას ვეძებთ, თანამშრომლები ვართ, დაგვეხმარეთო, თუმცა არ დაუკონკრეტებიათ, პოლიციის თანამშრომლები იყვნენ, თუ - გოგონასიო. მათ შემდეგ ამოსულან თამუნას მშობლები და ძმა. კიდევ იყო ორი კაცი ამოსული და ერთ-ერთს უთქვამს, კახა ვარო და სოფელში ტელეფონის ნომერიც დაუტოვია, დაუბარებია - თუ რამე გაიგოთ, გაგვაგებინეთო. პოლიცია მართლაც ყველა კუთხე-კუნჭულში ეძებდა გოგონას მანქანებით, ფეხით, დრონებით...

იმ უბანში ტრიალებდნენ, სადაც ეკლესია და სასაფლაოა. შესაძლოა, ეჭვი გაუჩნდათ, მონასტერში ხომ არ წავიდაო, არ ვიცი...

- როგორც გაირკვა, გოლთეთს სოფლიდან კიდევ ორი გასასვლელი აქვს. თქვენი აზრით, საიდან უნდა გასულიყო გოგონა ასე შეუმჩნევლად, რას ამბობენ სოფელში?

- სოფლიდან სულ სამი გზა გადის - ერთი სამანქანო გზა გაფუჭებულია, გაუქმებული და შანსი არაა იქიდან გადასულიყო, ხრამში გადავარდებოდა. მეორე გზა ფარცხისს უკავშირდება და იქ არის სათვალთვალო კამერა, რომელზეც მისი ავტომანქანა არაა დაფიქსირებული. გამოდის, გოგონა რომელი გზითაც შემოვიდა, იმავე გზით გავიდა სოფლიდან და კამერამ იმიტომ არ დააფიქსირა, რომ ის ხაიშთანაა, ანუ გოლთეთიდან მოშორებით. გოგონა უკან, ხაიშისკენ რომ დაბრუნებულიყო, კამერა ისევ დააფიქსირებდა, მან სხვაგან გადაუხვია. იმ ადგილას, სადაც მანქანა იპოვეს, თხილნარია. ასფალტიდან გადადიხარ მინდორში. ნაწვიმარი იყო და პატარა მანქანით რამდენად შეძლებ გზიდან იქ გადახვევას, არ ვიცი, შეიძლება ვერც გადახვიდე.

- ითქვა ისიც, რომ იმ ადგილებში დაახლოებით 5-6 დღე მწყემსები არ ყოფილან... გაგრძელება

იხილეთ ასევე: "არ გამოვრიცხავ, წამალი თამუნას ძალით გადააყლაპეს"