დედოფლისწყაროდან დაკარგული ორი მოზარდიდან ერთი იპოვეს - კვირის პალიტრა

დედოფლისწყაროდან დაკარგული ორი მოზარდიდან ერთი იპოვეს

სამართალდამცველებმა დედოფლისწყაროდან დაკარგული ორი მოზარდიდან ერთი იპოვეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, პოლიციამ 11 წლის ბიჭი თბილისში იპოვა.

რაც შეეხება მეორე არასრულწლოვანს მისი სამძებრო სამუშაოები გრძელდება.

გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვნები სახლიდან 27 ივლისს გავიდნენ და მას შემდეგ არ გამოჩენილან. არსებული ინფორმაციით, ბავშვებმა განაცხადეს, რომ თბილისში გეგმავდნენ წასვლას.

შსს-ს განცხადებით, სამართალდამცავები სამძებრო ღონისძიებებში აქტიურად არიან ჩართულები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"