სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერის გახსნის პროცედურა დაიწყო - კვირის პალიტრა

სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერის გახსნის პროცედურა დაიწყო

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროში 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი კომპიუტერის გახსნის პროცედურა დაიწყო. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს"ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განუცხადა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

"ინტერპრესნიუსი"