"არ ვიცნობ ვინ არის. ვერ გეტყვით რატომ მესროლა" - კვირის პალიტრა

"არ ვიცნობ ვინ არის. ვერ გეტყვით რატომ მესროლა"

ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ლერი სულაბერიძის განცხადებით, პირს, რომელმაც მის ავტომობილს ესროლა, არ იცნობს.

როგორც სულაბერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, არც ის იცის რის გამო მოხდა გასროლა ან უკავშირდება თუ არა აღნიშნული "დინამოს" საქმეს.

"არაფერს მეუბნება ეს სახელი და გვარი, ნამდვილად არ ვიცნობ ვინ არის. ვერ გეტყვით რატომ ისროლა. არც დამამახსოვრდა სახელი და გვარი. ვერ გეტყვით რატომ მესროლა. წყნეთის გზაზე, როცა სახლში მივდიოდი, მაშინ მოხდა შემთხვევა. ნამდვილად არ დამინახავს, ვინ ისროდა. მე არ მინახავს ეს პიროვნება, ამოცნობის პროცესი არ ყოფილა. არც ის ვიცი რა მარკის მანქანა იყო, მუქი ფერის იყო", - განაცხადა სულაბერიძემ.

ცნობისთვის, ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცე - პრეზიდენტის, ლერი სულაბერიძის ავტომანქანას წყნეთის გზაზე გუშინ საღამოს ესროლეს.

შსს-ს ინფორმაციით, მომხადრთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია 19 –108 მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს, ასევე დაწყებულია 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.

იხილეთ ასევე: ომი "დინამოს" წილებისთვის და "თოფჩიკას" მკვლელობა 33 წლის წინ - რომელ გახმაურებულ საქმეებს უკავშირებენ ლერი სულაბერიძეს, რომელსაც გუშინ ესროლეს

"ინტერპრესნიუსი"