"ოთა­რი ნა­ნატ­რი შვი­ლი იყო... დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, იქ რა­ღაც მოხ­და, რა­საც დღემ­დე მი­მა­ლა­ვენ. ვერ გა­ვი­გე, ცამ ჩაყ­ლა­პა ჩემი შვი­ლი?"
"ოთა­რი ნა­ნატ­რი შვი­ლი იყო... დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, იქ რა­ღაც მოხ­და, რა­საც დღემ­დე მი­მა­ლა­ვენ. ვერ გა­ვი­გე, ცამ ჩაყ­ლა­პა ჩემი შვი­ლი?"
"7 წელი გა­ვი­და ჩემი ოთა­რის და­კარ­გვი­დან, ახლა 29 წლის არის, არ გა­მო­ჩე­ნი­ლა, გული მიკ­ვდე­ბა, არა­ფე­რი ვიცი მას­ზე"

2020 წელს, 1-ლი იან­ვრი­დან 30 ივ­ნი­სის ჩათ­ვლით, სა­ქარ­თვე­ლო­ში სულ 54 ადა­მი­ა­ნი და­ი­კარ­გა. მათ­გან 34 -ს მი­აგ­ნეს, სამ­წუ­ხა­როდ, 8 გარ­დაც­ვლი­ლი აღ­მოჩ­ნდა, და­ნარ­ჩენ 20 ადა­მი­ანს კი დღემ­დე ეძე­ბენ, მათ შო­რის 3 არას­რულ­წლო­ვანს.
ამ სტა­ტის­ტი­კა­ში ვერ მოხ­ვდე­ბო­და სვა­ნეთ­ში და­კარ­გუ­ლი 13 წლის მო­ზარ­დი, რად­გან სტა­ტის­ტი­კა 30 ივ­ნისს არის შედ­გე­ნი­ლი, რო­გორც ჩანს, ამ ეტაპ­ზე უკვე 4 არას­რულ­წლო­ვანს ეძე­ბენ.

მძი­მეა გა­სუ­ლი წლის სტა­ტის­ტი­კაც, 2019 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში სულ 195 ადა­მი­ა­ნი და­ი­კარ­გა, მათ შო­რის თბი­ლის­ში 59 ადა­მი­ა­ნი გა­უ­ჩი­ნარ­და, და­კარ­გუ­ლი 195 პი­რი­დან, 123 იპო­ვეს, მათ შო­რის 10 გარ­დაც­ვლი­ლი ნა­ხეს, გა­სულ წელს და­კარ­გულ 62 ადა­მი­ანს კი კვლავ ეძე­ბენ.

შსს-ის სტა­ტის­ტი­კის მი­ხედ­ვით, 1973 წლი­დან 2020 წლის 30 ივ­ნი­სამ­დე სა­ქარ­თვე­ლო­ში
სულ და­ი­კარ­გა 6025 ადა­მი­ა­ნი, აქე­დან 5039 ადა­მი­ა­ნის კვალს მი­აგ­ნეს. ამ დრომ­დე უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლად მი­იჩ­ნე­ვა 986 ადა­მი­ა­ნი. სტა­ტის­ტი­კის თა­ნახ­მად, ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და­კარ­გუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის 34% ქა­ლია, მათ­გან 204 ქა­ლის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი დღემ­დე და­უდ­გე­ნე­ლია, ხოლო და­კარ­გულ­თა 66% კი მა­მა­კა­ცია. სულ კი 782 მა­მა­კა­ცი ით­ვლე­ბა უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლად.

1973 წლი­დან 2020 წლის ივ­ნი­სამ­დე 31 არას­რულ­წლო­ვა­ნია და­კარ­გუ­ლი, ვისი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის დად­გე­ნაც ვერ ხერ­ხდე­ბა.

პი­რის უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლად აღი­ა­რე­ბა სა­სა­მარ­თლოს გზით ხდე­ბა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რის გან­ცხა­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე. თუ პი­რის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი უც­ნო­ბია და ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არ გა­მო­ჩე­ნი­ლა თა­ვის სა­ცხოვ­რე­ბელ ად­გი­ლას, სა­სა­მარ­თლო მას უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლის სტა­ტუსს ანი­ჭებს. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუკი და­კარ­გუ­ლად აღი­ა­რე­ბუ­ლი პირი დაბ­რუნ­და ან მისი ად­გილ­სამ­ყოფ­ლის აღ­მო­ჩე­ნა მოხ­დე­ბა, სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უქ­მდე­ბა.

მძი­მეა იმ ოჯა­ხე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა, რომ­ლე­ბიც ოჯა­ხის წევ­რებს ეძე­ბენ.

მაია (ციცო) ლა­ზაშ­ვი­ლი:

"7 წელი გა­ვი­და ჩემი ოთა­რის და­კარ­გვი­დან, ახლა 29 წლის არის, არ გა­მო­ჩე­ნი­ლა, გული მიკ­ვდე­ბა, არა­ფე­რი ვიცი მას­ზე. ახ­ლაც უნდა წა­ვი­დე სახ­ლი­დან ისევ მის სა­ძებ­ნე­ლად, მაგ­რამ სად მივ­დი­ვარ, ისიც არ ვიცი, მა­ინც უნდა მო­ვი­ა­რო ის ად­გი­ლე­ბი, იქ­ნებ სად­მე რამე ხელ­ჩა­სა­ჭი­დი ვი­პო­ვო. ვეხ­ვე­წე­ბი ყვე­ლას, იქ­ნებ და­მეხ­მა­როთ, იმე­დის ნა­პერ­წკა­ლი გა­მი­ჩი­ნა ახლა თქვენ­მა ზარ­მა, ისევ გა­ავ­რცე­ლეთ ჩემი შვი­ლის ფო­ტო­ე­ბი, იქ­ნებ ვინ­მემ სად­მე ნახა, იქ­ნებ ვინ­მემ რამე იცის. არ ვიცი რა გა­ვა­კე­თო. ვინ იცის, ეს წლე­ბი რამ­დენ­ჯერ ვარ მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის პო­ლი­ცი­ა­ში ჩა­სუ­ლი, მაგ­რამ ეს არ არის გა­მო­ძი­ე­ბა. თა­რო­ზე და­დე­ბუ­ლია ეს საქ­მე. მე­უბ­ნე­ბი­ან, იმ­დე­ნი სახ­სრე­ბია და­ხარ­ჯუ­ლი და ვერ ვი­პო­ვე­თო.

მა­შინ ვი­საც ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლად ვთვლი­დით, იმ ხალ­ხმა ყვე­ლამ და­ტო­ვა სა­ქარ­თვე­ლო, მო­ი­ა­რეს უცხო­ე­თი, უკა­ნაც ჩა­მო­ვიდ­ნენ, ბევ­რი ცი­ხე­შიც წა­ვი­და და გა­მო­ვი­და კი­დეც, მაგ­რამ ამ საქ­მე­ზე არა­ფე­რი გარ­კვე­უ­ლა. მე მა­ინც ჩემი გზე­ბით ვცდი­ლობ ძებ­ნა გა­ვაგ­რძე­ლო.

ჩემი და­ნა­შა­უ­ლი ის არის, რომ პა­ტი­ო­სა­ნი, შრო­მის­მოყ­ვა­რე შვი­ლი გავ­ზარ­დე. რომ გა­მე­ზარ­და ცუდი შვი­ლი, ცი­ხე­ში იქ­ნე­ბო­და და ცო­ცხა­ლი მა­ინც მე­ყო­ლე­ბო­და. 5 წელი შვი­ლი არ მყავ­და. ოთა­რი ჩემი ნა­ნატ­რი შვი­ლი იყო. მერე გო­გო­ნაც გა­მიჩ­ნდა, ბედ­ნი­ე­რე­ბი ვცხოვ­რობ­დით. გურ­ჯა­ან­ში, კულ­ტუ­რის ცენ­ტრში ვმუ­შა­ობ მთა­ვარ სპე­ცი­ა­ლის­ტად. ძი­რი­თა­დად ხე­ლოვ­ნე­ბა იყო ჩემი ოჯა­ხის საზ­რდო. გო­გო­ნა მო­ცეკ­ვა­ვეა, ოთა­რიც ცეკ­ვავ­და, მაგ­რამ მოს­წონ­და პა­ტა­რა ასა­კი­დან მე­ცხო­ვე­ლე­ო­ბა, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა... სულ შრო­მობ­და, ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რია, სა­ო­ცარ რა­ღა­ცე­ებს ძერ­წავ­და. მაგ­რამ მისი ოც­ნე­ბა იყო, რაც შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი სა­ქო­ნე­ლი ჰყო­ლო­და. ბავ­შვი საჭ­მელს არ შე­ჭამ­და, ტან­საც­მელს არ იყიდ­და, ფულს აგ­რო­ვებ­და და იმ ფუ­ლით ხან კვიცს ყი­დუ­ლობ­და, ხან - ხბოს, ხან - ცხვარს. ასე მო­ამ­რავ­ლა სა­ქო­ნე­ლი.

ზა­ფხულ­ში ცხვა­რი მთა­ში დაჰ­ყავ­და, მაგ­რამ ეს მთა, სა­დაც შვი­ლი და­მე­კარ­გა, უცხო იყო მის­თვის, იქ პირ­ვე­ლად წა­ვი­და. ნა­უც­ბა­დე­ვად მო­უხ­და წას­ვლა და შვი­ლის და­კარ­გვა­ში სა­კუ­თარ თავს ვა­და­ნა­შა­უ­ლებ. ვიცი, ამ შეც­დო­მას სა­კუ­თარ თავს ვე­რა­სო­დეს ვა­პა­ტი­ებ. ძა­ლი­ან ვთხო­ვე ჩემს შვილს მთა­ში წა­სუ­ლი­ყო და ცხვრე­ბი წა­ეყ­ვა­ნა. მას წას­ვლა არ უნ­დო­და. რო­გორც მი­თხრეს, იმ პე­რი­ოდ­ში გურ­ჯა­ა­ნის გამ­გე­ო­ბა­ში 23 კა­ცის ხელ­მო­წე­რით შე­ვი­და გან­ცხა­დე­ბა. წერ­დნენ, შე­იძ­ლე­ბა ოთა­რის ცხვრებ­მა ჩვე­ნი ნაკ­ვე­თე­ბი და­ა­ზი­ა­ნო­სო, ამი­ტომ გამ­გე­ო­ბამ ჩემს შვილს 10 დღი­ა­ნი ვადა მის­ცა, რომ ცხვრე­ბი გა­ეყ­ვა­ნა სოფ­ლი­დან. ეს რომ გა­ვი­გე, ვუ­თხა­რი, გა­იყ­ვა­ნე-მეთ­ქი. არა­და, ღე­ლეს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე აბა­ლა­ხებ­და ცხვრებს. ის ტე­რი­ტო­რია თა­ვი­სი ხე­ლით მო­ა­წყო, არა­ვის არა­ფერს უფუ­ჭებ­და. თა­ვი­სი ხე­ლით აი­შე­ნა სად­გო­მი, ბავ­შვი სულ შრო­მობ­და. ღა­მის სამ სა­ათ­ზე და­ვა­დე­ქი თავ­ზე, დედი, გეხ­ვე­წე­ბი გა­იყ­ვა­ნე ცხვრე­ბი, შენ არ გაქვს უფ­ლე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბას რამე ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნო-მეთ­ქი. ხათ­რი მა­ინც ვერ გა­მი­ტე­ხა და 3 მა­ისს სო­ფელ ჩუმ­ლა­ყი­დან წა­ვი­და. 10 დღე გზა­ში იარა და ბო­ლოს დუ­შე­თის მთებ­ში, ბა­რი­სა­ხოს­თან და­ბა­ნაკ­და. სოფ­ლი­დან 3 კი­ლო­მეტ­რის და­შო­რე­ბით, სა­ბერ­წეს მთებს ეძა­ხი­ან და იქ იყო. მას­თან ერ­თად ორი თა­ნა­სოფ­ლე­ლი ბიჭი იყო, უბ­რა­ლოდ იც­ნობ­დნენ ერ­თმა­ნეთს, მე­გობ­რე­ბი არ ყო­ფი­ლან. იქ ჩემი მე­უღ­ლეც ავი­და. 15 მა­ისს სა­ღა­მოს უნდა წა­მო­სუ­ლიყ­ვნენ მამა-შვი­ლი სო­ფელ­ში, რომ ბარ­გი წა­ე­ღოთ. ამ­ბო­ბენ, რომ ოთა­რი სა­ღა­მოს 9 სა­ათ­ზე მარ­ტო წა­მო­ვი­და და მას მერე ბავ­შვი და­ი­კარ­გა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, იმ დღეს იქ რა­ღაც ინ­ცი­დენ­ტი მოხ­და, რა­საც დღემ­დე მი­მა­ლა­ვენ. ვერ გა­ვი­გე, ცამ ცაყ­ლა­პა ჩემი შვი­ლი? შე­იძ­ლე­ბა ასე იკარ­გე­ბოდ­ნენ ადა­მი­ა­ნე­ბი?

და­მეხ­მა­რეთ ან ცო­ცხა­ლი მა­პოვ­ნი­ნეთ, ან მკვდა­რი, ან და­მა­ნა­ხეთ ჩემი შვი­ლის მკვლე­ლი. ჩემი მე­უღ­ლე ამ­ბობს, ოთა­რი რომ წა­ვი­და, ცოტა ხან­ში ბი­ჭე­ბი ცხე­ნე­ბით გა­მო­ე­დევ­ნენ, რომ და­წე­ოდ­ნე­ნო, მაგ­რამ ისი­ნი ამ­ბო­ბენ, ვერ ვი­პო­ვე­თო. მე­ო­რე დღეს­ვე ავ­ტე­ხე გან­გა­ში, სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურ­ში მი­ვე­დი, ეძებ­და 5 კაცი, ვერ იპო­ვეს, მერე ამინ­დე­ბიც გა­ფუჭ­და და ბავ­შვი ვე­ღარ­სად ვნა­ხეთ.

ერთხელ მი­თხრეს, ზეს­ტა­ფონ­ში უნა­ხავ­თო, იქაც ჩა­ვე­დი ამ­ბის გა­და­სა­მოწ­მებ­ლად, მაგ­რამ სიც­რუე აღ­მოჩ­ნდა, ვი­ღა­ცას მი­ამ­სგავ­სეს და ის ბიჭი მარ­თლა ისე ჰგავს ჩემს ოთარს, კი­ნა­ღამ გავ­გიჟ­დი. ვფიქ­რობ, ჩემს შვილს ან და­ა­წე­რეს ცხვა­რი და არ და­ი­წე­რა, ან და­ი­ნა­ხა ისე­თი რამე, რაც არ უნდა და­ე­ნა­ხა და მო­ი­შო­რეს. ან მე­სა­მე ვერ­სი­ით, შე­მო­აკ­ვდათ, თუ სად­მე ცო­ცხა­ლია, აქამ­დე გა­მოჩ­ნდე­ბო­და.

იმ დღეს­ვე რომ ემოქ­მე­და პო­ლი­ცი­ას, დრო­უ­ლად რომ და­ედ­გი­ნათ ვინ სად წა­ვი­და და რა გა­ა­კე­თეს, რა­ტომ არ იყ­ვნენ ის სხვე­ბი თა­ვი­ანთ ად­გი­ლებ­ზე, გა­ირ­კვე­ო­და ყვე­ლა­ფე­რი. ვერც წარ­მო­ვიდ­გენ­დი სა­ხელ­მწი­ფო ასე თუ მო­მექ­ცე­ო­და. (იხილეთ სრულად)

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
აპირებთ თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
აპირებთ თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები