ლერი სულაბერიძის საქმეზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა - კვირის პალიტრა

ლერი სულაბერიძის საქმეზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ლერი სულაბერიძის საქმეზე დაკავებულ ირაკლი ღლონტს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილმა გამოაცხადა.

თავდაპირველად, ირაკლი ღლონტი სასამართლო სხდომას ესწრებოდა თუმცა, დარბაზი პროკურორისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების გამო დაატოვებინეს.

წინასასამართლო სხდომა 2020 წლის 23 სექტემბერს, 12:00 საათზე ჩანიშნა.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ლერი სულაბერიძის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა-ტარების ფაქტზე, ირაკლი ღლონტს ბრალდება გუშინ წარუდგინა.

სამართალდამცველებმა ი.ღ. 2020 წლის 29 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით წარედგინა, რას სასჯელის სახედ და ზომად 7 დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"ინტერპრესნიუსი"