"ჩემი შვილიშვილი შაქარაშვილს თუ გაეკიდებოდა, დაეწეოდა კიდეც, ის არ უნახავს"
"ჩემი შვილიშვილი შაქარაშვილს თუ გაეკიდებოდა, დაეწეოდა კიდეც, ის არ უნახავს"
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის ზ.ხ.-ს პაპის, გიორგი ხომასურიძის განცხადებით, თუკი, ზ.ხ. გიორგი შაქარაშვილს გაეკიდებოდა, დაეწეოდა კიდეც.

როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბარში ხომასურიძე აცხადებს, მისი შვილიშვილი ხიდის ეპიზოდში დევნაში მონაწილეობას იღებდა, რათა ის პირი ენახა, ვინც მისი მეგობარი, ვახტანგ ჩიქოვანი სცემა, თუმცა, ზ.ხ. მანქანასთან მალევე დაბრუნდა.

"ჩემი შვილიშვილი დაბადების დღეზე ვახტანგ ჩიქოვანს გაჰყვა, გარეთ ჩხუბი რომ მოხდა, იქ ჩემი შვილიშვილი არ მონაწილეობდა, დაკავებამდე 4 დღით ადრე მითხრა ეს. ჩიქოვანს რაღაც
ბლაგვი საგანი ჩაარტყეს და თავი გაუტეხეს. ჩემი შვილიშვილი დევნაში მონაწილეობდა, გაქცეულებს მისდევდა, შაქარაშვილს არა, ის ტელევიზორში ნახა. 3 თუ 4 გარბოდა, ხიდზე გაიქცნენ, დავანებე თავი და მანქანაში მოვტრიალდიო, მერე დანარჩენებიც მოტრიალდნენო, მითხრა. ამირხანაშვილისთვის უკითხავს, შენი ძმაკავი სადაა, დაურეკე, წავიყვანოთო. იმისთვის მისდევდნენ, რომ ამოეცნოთ ვინ ცემა
ჩიქოვანი, ის რომ ენახათ, არ მოკლავდნენ. ვკითხე ჩემ შვილიშვილს, კაცურად მითხარი, რომ გენახათ, რას იზამდი-მეთქი და ერთი-ორს წამოვარტყამდიო, მიპასუხა. ძმაკაცს თავი გაუტეხონ, მიცემონ, ასე სად ხდება? 20 მეტრის რადიუსშიც არ მივკარებივარ შაქარაშვილსო. ამირხანაშვილს თუ არ შეეხნენ, წყალი, სიგარეტი შესთავაზეს, არც იმას შეეხებოდნენ. როცა ეს დალოცვლი ჩამოვიდა თბილისში, პატრულის მანქანა რატომ არ გააჩერა და არ მოახსენა, ბიჭი იქაა დარჩენილი და შველა უნდაო? არაფერი შეეშალოთ ამათ, ჩვენ გაჭირვებული ხალხი ვართ, თვიდან თვემდე გადასახადებს ძლივს ვიხდით...არ მინდა ბიჭები ერთმანეთს გადაეკიდონ.

ჩემი შვილიშვილი შაქარაშვილს თუ გაეკიდებოდა, დაეწეოდა კიდეც, ის არ უნახავს", - აცხადებს ხომასურიძე.

"ინტერპრესნიუსი"

ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
01 აგვისტო 2020 01:55
ვახ მე ბიჭო მიტუასაა! ყველა ანგელოზი როგორ არის ტოო. გამოდის, რომ მე ვყოფილვარ დამნაშავე და უნდა ჩავბარდე რაა...

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები