"5-6 თვის წინ თამარმა მამამისს სთხოვა, ელექტროშოკი მიშოვეო" - რას ამბობს გარდაცვლილი პროგრამისტის დედა? - კვირის პალიტრა

"5-6 თვის წინ თამარმა მამამისს სთხოვა, ელექტროშოკი მიშოვეო" - რას ამბობს გარდაცვლილი პროგრამისტის დედა?

ალბათ 5-6 თვის წინ თამარმა მამამისს სთხოვა, ელექტროშოკი მიშოვეო" - ამის შესახებ გარდაცვლილი პროგრამისტის დედამ თეონა თამაზაშვილმა "ფორმულას" ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მაშინ გოგონას არ დაუსახელებია მიზეზი, თუ რისთვის სჭირდებოდა ელექტროშოკი.

"მამამისს სთხოვა, ელექტროშოკი თუ შეგიძლია მიშოვოო. მამამისმა მოუტანა და რამდენადაც ვიცი ატარებდა. მაგრამ იმ დღეს ჰქონდა თუ არა არ ვიცი.

ზუსტად ვერ ვიტყვი თარიღს ეს როდის სთხოვა, მაგრამ დაახლოებით 5-6 თვის წინ იყო. ელექტროშკი სახლში არ არის.

ვფიქრობ, მანქანაში იქნებოდა. რამე კონკრეტული საფრთხე არ უხსენებია", - განაცხადა თამაზაშვილმა.

თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

იხილეთ ვიდეო