"ქალმა რომანი გააბა უფროსთან, მათი სექსუალური კავშირი კი ქალის მეუღლემ გადაიღო" - რა მოხდა რუსთავში, სადაც ცოლ-ქმარი დააკავეს - კვირის პალიტრა

"ქალმა რომანი გააბა უფროსთან, მათი სექსუალური კავშირი კი ქალის მეუღლემ გადაიღო" - რა მოხდა რუსთავში, სადაც ცოლ-ქმარი დააკავეს

რუსთავში ახალგაზრდა ცოლ-ქმარი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს. მათ წინასწარ შემუშავებული სქემის საშუალებით მამაკაცს თანხა გამოსძალეს.

საქმის ექსკლუზიურ დეტალებზე "ინფო რუსთავი" წერს.

მათი ინფორმაციით, ცოლ-ქმარმა გეგმა შეიმუშავა, რის შემდეგად ქალმა საკუთარ უფროსთან რომანი გააბა. როგორც სააგენტო წერს, სექსუალური ურთიერთობის დამყარების მიზნით ქალი იაღლუჯის ფერდობზე უფროსთან ერთად მისივე ავტომობილით ავიდა.

ამ დროს კი ადგილზე ქალის მეუღლე მივიდა და შიშველ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი, პარტნიორთან ერთად ვიდეოზე აღბეჭდა.

არსებული ინფორმაციით, სწორედ აღნიშნულ ვიდეოს იყენებდა შანტაჟისთვის ცოლ-ქმარი და როგორც "ინფო რუსთავი" წერს, მათ მამაკაცს 15 000 დოლარი გამოსძალალეს.

ცნობისთვის, დაზარალებული უცხოეთის მოქალაქეა, რომელმაც მომხდარის შემდეგ პოლიციას მიმართა, რის შემდეგაც ცოლ-ქმარი მალევე დააკავეს. გაგრძელება

იხილეთ ასევე: "გოგომ ე.წ. ქმარი აიძულა მისი და ბიზნესმენის სექსუალური კავშირი გადაეღო, თორემ შვილს მოუკლავდა" - ახალი დეტალები რუსთავში მომხდარ სკანდალურ შემთხვევაზე